IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

6 გვერდი V   1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> ბაკურციხე, ფორუმის ვენახის მიკროზონა
მეკვლე
პოსტი Jul 29 2009, 08:09 PM
პოსტი #1


ნამდვილი მასაი
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,057
რეგისტრ.: 3-July 08
მდებარეობა: დიდი დიღომი
წევრი №: 42



ბაკურციხიდან პირველი დაზვერვითი ექსპედიციის შემდეგ, გადავწყვიტეთ, ცალკე გავხსნათ ეს თემა. როგორც ვიცი, ბაკურციხეს კარდენახი-ბაკურციხის მიკროზონაში გაერთიანებულად მოიხსენიებენ. ამ მიკროზონის დახასიათება, ანალიზი და პრობლემები ცალკე თემაა. ამ თემის მიზანი კი ფორუმელებისათვის იმ სოფლის გაცნობაა, სადაც ფორუმელთა აქტიურმა ნაწილმა სავენახე ნაკვეთის ერთობლივად შეძენა გადავწყვიტეთ.

პირველ რიგში, ბუნებრივია, ბაკურციხე საინტერესოა მევენახეობა-მეღვინეობის თვალსაზრისით _ წარსული, აწმყო და მომავალი.

გარდა ამისა, ყველას გვაინტერესებს სოფლის ისტორია, კულტურულ-ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლები, ეთნოგრაფია, წეს-ჩვეულებები და რაც მთავარია _ ადამიანები.

აი, სწორედ ამას ემსახურება ეს თემა.

ჩვენი წარაფისტი რამდენად შეიძლება ბაკურციხელად ჩავთვალოთ, ეს თვითონ გვითხრას, მე, ამადეუსმა და მრავალჟამიერმა კი მისი აბორიგენი მეზობელი გავიცანით, მეტსახელად _ ჯადოქარი. თუ რატომ ჰქვია ასეთი მაგიური მეტსახელი, ეს ჩვენთვის ჯერ კიდევ ბურუსით მოცული რჩება, რადგან ჯადოქარს სურს, მხოლოდ კახურ სუფრაზე გაგვანდოს ეს საიდუმლო.

საღამოს კი (დაღამდა უკვე!), ამადეუსი დავით სარაჯიშვილის მიერ დაახლოებით 150 წლის წინ აშენებულ მარანს და მიმდებარე ნაგებობებს წარმოგვიდგენს. მოდით, სწორედ ამ ფოტორეპორტაჟით დავიწყოთ ბაკურციხის შესწავლა.


--------------------
მე დონდღლაბი (მჭკნარა)
Go to the top of the page
 
+Quote Post
makho
პოსტი Jul 29 2009, 08:16 PM
პოსტი #2


ხამანწკათა შემაკრთომელი
*****

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 5,039
რეგისტრ.: 2-June 08
წევრი №: 7



ფორუმის აოს-ზეც გაიხსნა თემა, ეგეც ჩვენი ტერუარიიი... biggrin.gif ფორუმის ერთწლიანის მუშაობის პირობაზე, მემგონი ძალიან კარგი შედეგია, ყოჩაღ ბიჯები.

ციტატა
ჩვენი წარაფისტი რამდენად შეიძლება ბაკურციხელად ჩავთვალოთ, ეს თვითონ გვითხრას, მე, ამადეუსმა და მრავალჟამიერმა კი მისი აბორიგენი მეზობელი გავიცანით, მეტსახელად _ ჯადოქარი. თუ რატომ ჰქვია ასეთი მაგიური მეტსახელი, ეს ჩვენთვის ჯერ კიდევ ბურუსით მოცული რჩება, რადგან ჯადოქარს სურს, მხოლოდ კახურ სუფრაზე გაგვანდოს ეს საიდუმლო.


მაგას ჯვარი ეწეროს და წარაფისტსა აქვს მოყოლილი მეორე მეზობელზე, იმასაც მსგავსი მეტსახელი ერქვა - ფოკუსნიკა. საუკეთესო არყის მხდელი ყოფილა ცხოვნებული.
Go to the top of the page
 
+Quote Post
makho
პოსტი Jul 29 2009, 08:22 PM
პოსტი #3


ხამანწკათა შემაკრთომელი
*****

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 5,039
რეგისტრ.: 2-June 08
წევრი №: 7



ესეც იყოს აქ, ამაყად გადავხედოთ ხოლმე smile.gif

Go to the top of the page
 
+Quote Post
SLOW
პოსტი Jul 29 2009, 09:07 PM
პოსტი #4


ქვევრების მბრძანებელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,019
რეგისტრ.: 25-May 09
წევრი №: 1,932



ჯადოქარი, ფოკუსნიკა..... ohmy.gif
რა ხალხში გვაქვს საქმე?
Go to the top of the page
 
+Quote Post
khoteuri
პოსტი Jul 29 2009, 09:18 PM
პოსტი #5


მეღვინეთუხუცესი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,985
რეგისტრ.: 3-June 08
მდებარეობა: Tiflis
წევრი №: 15



მე მაპატიეთ ბიჭებო, ცოტა მოუცლელად ვიყავი, ვიწყებ ატვირთვას ფოტოების და შიგადაშიგ ჩემს კომენტარებსაც მოკრავთ ყურს, 10-15 წუთი მოითმინეთ ოღონდაც.


--------------------
  
Go to the top of the page
 
+Quote Post
მეკვლე
პოსტი Jul 29 2009, 09:41 PM
პოსტი #6


ნამდვილი მასაი
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,057
რეგისტრ.: 3-July 08
მდებარეობა: დიდი დიღომი
წევრი №: 42



ციტატა(SLOW @ Jul 29 2009, 09:07 PM) *
ჯადოქარი, ფოკუსნიკა..... ohmy.gif
რა ხალხში გვაქვს საქმე?


ახლა, მახოხია და ბოხოხია ბაკურციხეში არ არის და ვინც არიან, ეგენი არიან რა... cool.gif


--------------------
მე დონდღლაბი (მჭკნარა)
Go to the top of the page
 
+Quote Post
SLOW
პოსტი Jul 29 2009, 09:49 PM
პოსტი #7


ქვევრების მბრძანებელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,019
რეგისტრ.: 25-May 09
წევრი №: 1,932



ციტატა(მეკვლე @ Jul 29 2009, 09:41 PM) *
ახლა, მახოხია და ბოხოხია ბაკურციხეში არ არის და ვინც არიან, ეგენი არიან რა... cool.gif

გვარს არ დავასახელებ და ადმინის სახელი ქე დგას ახლოს მახოხიასთან, ასე რო ბაკურციხესაც ეყოლება თავისი მახოხია rolleyes.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
zangi
პოსტი Jul 29 2009, 10:45 PM
პოსტი #8


ქვევრების მბრძანებელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,497
რეგისტრ.: 3-April 09
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 1,511



საღოლ მაგარი თემაა და იმედია ბევრ ახალს გავიგებთ აქედან
Go to the top of the page
 
+Quote Post
SLOW
პოსტი Jul 29 2009, 10:50 PM
პოსტი #9


ქვევრების მბრძანებელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,019
რეგისტრ.: 25-May 09
წევრი №: 1,932



პოვარი ყავთ ერთი მაგარი შარაფისტი, თუ არ დალია ხელს ვერ მოაწერს ისე, იმას რა ქვია არ ვიცი
Go to the top of the page
 
+Quote Post
zangi
პოსტი Jul 29 2009, 10:51 PM
პოსტი #10


ქვევრების მბრძანებელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,497
რეგისტრ.: 3-April 09
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 1,511



გუგლ ერსზე თუ მონიშნავთ ნაკვეთს და სურათ დააგდებთ კაი იქნება
Go to the top of the page
 
+Quote Post
SLOW
პოსტი Jul 29 2009, 10:53 PM
პოსტი #11


ქვევრების მბრძანებელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,019
რეგისტრ.: 25-May 09
წევრი №: 1,932



ციხე თუა მანდ, ან ნაციხარი, კრიმინალებს არ ვგულისხმობ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
mravaljamieri
პოსტი Jul 29 2009, 11:02 PM
პოსტი #12


გამოცდილი მეღვინე
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 436
რეგისტრ.: 10-April 09
მდებარეობა: საქართვე

წევრი №: 1,584



სიცხისაგან დაღლილებს წყალი მოგვწყურდა და ვთხოვეთ ჯადოქარს დაგვხმარებოდა. იქვე ეზოში დაბურღული წყალი ჰქონიათ, რომელიც მძლავრი პომპის გამო დვიჟოკის ჩართვას საჭიროებდა, ჰოდა ჩართეს დვიჟოკი და წყალმაც იჩქეფა. გავგრილდით და წყურვილიც მოვიკალით. რომ ამოვისუნთქეთ ჯადოქარი შეგვპირდა მეორე მოსვლაზე დვიჟოკს ჩაგირთავთ და ჭაბურღილიდან პირდაპირ ცივ ღვინოს ამოვიყვანო. იმედია ეს დროც მალე მოვა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
SLOW
პოსტი Jul 29 2009, 11:03 PM
პოსტი #13


ქვევრების მბრძანებელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,019
რეგისტრ.: 25-May 09
წევრი №: 1,932



მე მგონი ეგ ჯადოქარი უნდა იყოს პოვარი
Go to the top of the page
 
+Quote Post
მეკვლე
პოსტი Jul 29 2009, 11:04 PM
პოსტი #14


ნამდვილი მასაი
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,057
რეგისტრ.: 3-July 08
მდებარეობა: დიდი დიღომი
წევრი №: 42



ციტატა(SLOW @ Jul 29 2009, 10:53 PM) *
ციხე თუა მანდ, ან ნაციხარი, კრიმინალებს არ ვგულისხმობ.


სოფელში არის ისტორიული ძეგლები. მე შორიდან თითქოს რაღაც ძველ კოშკს მოვკარი თვალი, მაგრამ წარაფისტისთვის აღარ მიკითხავს, მართლა კოშკი იყო თუ არა. სარაჯიშვილისეული სამფლობელოთი მოვიხიბლეთ კიდეც და გულიც გვეტკინა _ ძალიან მოუვლელი და მიტოვებულია. დროზე უნდა შველა, თორემ დაინგრევა სულ ყველაფერი. საცხოვრებელ სახლს, რომელშიც სარაჯიშვილის ოჯახი ცხოვრობდა, ბოძი გამოცლილი აქვს, მეორეც ეცლება. სეიძლება ამ ზამთარს ეს სახლი ჩამოიშალოს sad.gif კარგი იქნება, ვინმეს თუ დავაინტერესებთ _ ძეგლთა დაცვიდან, რომ ამ სახლისა და მარნის აღდგენაზე იზრუნოს.

რამდენიმე საცხოვრებელი სახლი მომხვდა თვალში 50-80 წლის წინ აშენებულები. აგურით ნაშენები და მოჩუქურთმებული აივნებით. ერთ-ერთი სახლის ჩუქურთის ზედა ნაწილი ზუსტად ისეთი იყო, როგორიც აქვს წარაფისტის მიერ ნაყიდ ერთ-ერთ სახლს შემორჩენილი ვიწრო ზოლად. მე ასეთი სახლები მომწონს ძალიან. ვაპირებდით ფოტოების გადაღებას, მაგრამ ისეთმა წვიმამ დაიწყო, რომ ეს სახლები მომავლისთვის გადავდეთ.


--------------------
მე დონდღლაბი (მჭკნარა)
Go to the top of the page
 
+Quote Post
მეკვლე
პოსტი Jul 29 2009, 11:17 PM
პოსტი #15


ნამდვილი მასაი
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,057
რეგისტრ.: 3-July 08
მდებარეობა: დიდი დიღომი
წევრი №: 42



საინტერესო ლინკი ვიპოვე გუგლში და აქედან პერიოდულად გადმოვიტან მნიშვნელოვან ინფორმაციებს:

http://old-garemo.dlf.ge/bakurtsikhe/node/10

ბაკურციხე გურჯაანის რაიონს ეკუთვნის. იგი ალაზნის ველისა და გომბორის ქედის საზღვარზე, ჩალაუბნის ხევის ორივე ნაპირზეა გაშენებული.

ბაკურციხეს აღმოსავლეთით სოფელი კარდენახი ესაზღვრება, დასავლეთით სოფელი-კოლაგი, ჩრდილოეთით - მდ. ალაზნის ვაკე, ხოლო სამხრეთით- ცივგომბორის ქედის კალთები.

ბაკურციხის გეოგრაფიული კოორდინატებია:

ჩრდილო განედის 41 გრადუსი და 1 მინუტი და აღმოსავლეთ გრძედის 45 გრადუსი და 20 მინუტი. სოფლის ტერიტორიაზე იკვეთება რამდენიმე სატრანსპორტო გზა: ჩრდილოეთით თელავის რაიონისკენ, სამხრეთ-აღმოსავლეთით წნორისაკენ და სამხრეთ დასავლეთით თბილისის მიმართულებით.

ბაკურციხე სიღნაღიდან დაშორებულია 10 კმ-ით.

წნორიდან დაშორებულია 15 კმ-ით

გურჯაანიდან დაშორებულია 7,5 კმ-ით

თბილისიდან დაშორებულია 100 კმ-ით.

ბაკურციხიდან საქართველოს აღმოსავლეთ საზღვრამდე არის 30 კმ

ჩრდილოეთ საზღვრამდე 45 კმ.

სამხრეთ საზღვრამდე 52 კმ.

დასავლეთ საზღვრამდე კი 345 კმ.


--------------------
მე დონდღლაბი (მჭკნარა)
Go to the top of the page
 
+Quote Post
makho
პოსტი Jul 29 2009, 11:24 PM
პოსტი #16


ხამანწკათა შემაკრთომელი
*****

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 5,039
რეგისტრ.: 2-June 08
წევრი №: 7



ციტატა
ბაკურციხე სიღნაღიდან დაშორებულია 10 კმ-ით.

წნორიდან დაშორებულია 15 კმ-ით

გურჯაანიდან დაშორებულია 7,5 კმ-ით

თბილისიდან დაშორებულია 100 კმ-ით.

ბაკურციხიდან საქართველოს აღმოსავლეთ საზღვრამდე არის 30 კმ

ჩრდილოეთ საზღვრამდე 45 კმ.

სამხრეთ საზღვრამდე 52 კმ.

დასავლეთ საზღვრამდე კი 345 კმ.


ნეტა ფარცხანაყანებიდან რა მანძილითაა დაშორებული? biggrin.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
მეკვლე
პოსტი Jul 29 2009, 11:25 PM
პოსტი #17


ნამდვილი მასაი
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,057
რეგისტრ.: 3-July 08
მდებარეობა: დიდი დიღომი
წევრი №: 42



ციტატა(SLOW @ Jul 29 2009, 10:53 PM) *
ციხე თუა მანდ, ან ნაციხარი, კრიმინალებს არ ვგულისხმობ.


აქვე ვიპოვე ამ კითხვაზე პასუხი smile.gif :


ინფორმაცია სოფლის წარმოშობის შესახებ

საინტერესო წარსული აქვს სოფელ ბაკურციხეს; თეიმურაზ ბატონიშვილის /1782-1846წ.წ./ სიტყვით, “მეფე იქმნა ბაკურ წელთა ქრისტესით 233-სა და ეგო მეფობასა შინა თვისსა მშვიდობით და უშფოთველად; აღაშენა ამან თვისსა ქალაქი ბაკურციხე კახეთსა შინა მახლობელ ქიზიყსა. Bბაკურციხე ეგო მრავალ წელს ჩინებულ ქალაქად; ხოლო უკანასკნელ დაირღვა და იქმნა დაბად, რომელიცა ჟამად ამადმდე არს დაბად” /ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია. 1976წ. წიგნი I გვ. 273/

ამავე აზრს უკავშირდება სოფელში გავრცელებული ამბავი, რომელსაც სოფლის მკვიდრი სოსო ლუაშვილი /78წლის/ ჰყვება: “უწინდელ დროში ყოფილა ძლიერი მეფე ბაკური. მას კარგი დამოკიდებულება ჰქონია სპარსეთის მეფესთან. მეფე ბაკური გაქრისტიანებულა. ეს გაუგია სპარსეთის მეფეს და ძლიერ განრისხებულა. მეფე ბაკური შეფიქრიანებულა და ქვეყნის დასაცავად ციხეების მშენებლობა დაუწყია.ერთ-ერთი ასეთი ციხე ჩვენი სოფლის ტერიტორიაზე აუშენებია, რომლისთვისაც მის პატივსაცემად ბაკურის ციხე შეურქმევიათ.”

წიგნში საქართველოს მეფეები ვკითხულობთ: “ბაკურ I ქართლის /იბე- რიის/ მეფე III ს-ის II ნახევარში. ”მეფეთა ცხოვრებისა” და “მოქცევაი ქართლისაი”-ის მიხედვით ქართლის მეფის ვაჩეს ძე.” /რ. მეტრეველი, მ. ლორთქიფანიძე, საქართველოს მეფეები. 2000წ. გვ. 30/



ბაკურის ციხე დღესაც დგას სოფლის ზემოთა უბანში. ციხის შესახებ საინტერესოდ ჰყვებიან სოფლის უხუცესები: ციხე ოთხსართულიანი ყოფილა. მას გარშემო გალავანი ჰქონია შემოვლებული. იგი საიდუმლო გვირაბით ყოფილა დაკავშირებული ჩალაუბნის ხევთან. ციხის გალავნის შიგნით მდგარა წმინდა ბარბარეს ეკლესია, რომლის ნანგრევები ახლაც არის შემორჩენილი.


--------------------
მე დონდღლაბი (მჭკნარა)
Go to the top of the page
 
+Quote Post
მეკვლე
პოსტი Jul 29 2009, 11:28 PM
პოსტი #18


ნამდვილი მასაი
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,057
რეგისტრ.: 3-July 08
მდებარეობა: დიდი დიღომი
წევრი №: 42



ციტატა(makho @ Jul 29 2009, 11:24 PM) *
ნეტა ფარცხანაყანებიდან რა მანძილითაა დაშორებული? biggrin.gif


ახლა ამ სოფლის კლუბში მომზადებულ ინფორმაციებს დიდ მოთხოვნებს ნუ წაუყენებთ. მთლად ვიკიპედიის დონე არ არის wink.gif ზოგადად, დასაწყისისთვის გამოგვადგება და მერე და მერე ჩვენც დავაზუსტოთ ზოგი რამ.


--------------------
მე დონდღლაბი (მჭკნარა)
Go to the top of the page
 
+Quote Post
khoteuri
პოსტი Jul 29 2009, 11:32 PM
პოსტი #19


მეღვინეთუხუცესი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,985
რეგისტრ.: 3-June 08
მდებარეობა: Tiflis
წევრი №: 15



სახლი სადაც ცხოვრობდა დავით სარაჯიშვილი.



--------------------
  
Go to the top of the page
 
+Quote Post
khoteuri
პოსტი Jul 29 2009, 11:35 PM
პოსტი #20


მეღვინეთუხუცესი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,985
რეგისტრ.: 3-June 08
მდებარეობა: Tiflis
წევრი №: 15



სახლი კატასტროფულ მდგომარეობაშია. ჩუქურთმა რომელიც მოჩანს იმდროინდელია, ოღონდ მოგვიანებით კომუნისტებს შეუბათქაშებიათ.



--------------------
  
Go to the top of the page
 
+Quote Post
khoteuri
პოსტი Jul 29 2009, 11:37 PM
პოსტი #21


მეღვინეთუხუცესი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,985
რეგისტრ.: 3-June 08
მდებარეობა: Tiflis
წევრი №: 15



უკომენტაროდ!


--------------------
  
Go to the top of the page
 
+Quote Post
khoteuri
პოსტი Jul 29 2009, 11:39 PM
პოსტი #22


მეღვინეთუხუცესი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,985
რეგისტრ.: 3-June 08
მდებარეობა: Tiflis
წევრი №: 15



დავით სარაჯიშვილის მარანი.





--------------------
  
Go to the top of the page
 
+Quote Post
mei
პოსტი Jul 29 2009, 11:42 PM
პოსტი #23


მარნის ლომი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 768
რეგისტრ.: 13-April 09
წევრი №: 1,602



-------------------------------------


--------------------
La Géorgie est la patrie du vin par excellence ;
le moindre paysan en boit au minimum quatre litres par jour ;
tous les grands vases n’ont comme unique objet que sa conservation - G.B. - 1896


--------

Mei n'est pas menteuse

Go to the top of the page
 
+Quote Post
khoteuri
პოსტი Jul 30 2009, 12:11 AM
პოსტი #24


მეღვინეთუხუცესი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,985
რეგისტრ.: 3-June 08
მდებარეობა: Tiflis
წევრი №: 15



მ.ი. რომ სრული სიბნელე იყო მარანში, მაინც მოვახერხეთ მისი დათვალიერება და რამოდენიმე ფოტოს გადაღება


--------------------
  
Go to the top of the page
 
+Quote Post
khoteuri
პოსტი Jul 30 2009, 12:14 AM
პოსტი #25


მეღვინეთუხუცესი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,985
რეგისტრ.: 3-June 08
მდებარეობა: Tiflis
წევრი №: 15



ამ პიროვნებების დახმარებით შევედით მარანში, რომლებიც საკმაოდ კარგად იყვნენ გათვიცნობიერებულები მარნის ისტორიაში.


--------------------
  
Go to the top of the page
 
+Quote Post
khoteuri
პოსტი Jul 30 2009, 12:16 AM
პოსტი #26


მეღვინეთუხუცესი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,985
რეგისტრ.: 3-June 08
მდებარეობა: Tiflis
წევრი №: 15



ქვევრი რომელიც 2 ტონა ღვინოს იტევს


--------------------
  
Go to the top of the page
 
+Quote Post
khoteuri
პოსტი Jul 30 2009, 12:18 AM
პოსტი #27


მეღვინეთუხუცესი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,985
რეგისტრ.: 3-June 08
მდებარეობა: Tiflis
წევრი №: 15



ძალიან ბევრ ქვევრს სარქველი არ ახურავს და ბევრი მათგანი დაზიანებულად შეიძლება ჩაითვალოს



--------------------
  
Go to the top of the page
 
+Quote Post
მეკვლე
პოსტი Jul 30 2009, 12:22 AM
პოსტი #28


ნამდვილი მასაი
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,057
რეგისტრ.: 3-July 08
მდებარეობა: დიდი დიღომი
წევრი №: 42



ციტატა(ამადეუს @ Jul 30 2009, 12:14 AM) *
ამ პიროვნებების დახმარებით შევედით მარანში, რომლებიც საკმაოდ კარგად იყვნენ გათვიცნობიერებულები მარნის ისტორიაში.


ეს პიროვნება (შუაში) არის სოსო ლუაშვილი და სავარაუდოდ სწორედ ის 78 წლის კაცი, რომელიც ზემოთ სტატიაში ბაკურციხის დაარსების ლეგენდას გვიამბობს. იგი წლების განმავლობაში მუშაობდა დავით სარაჯიშვილის სახელობის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმში, რომელიც სწორედ ამ ნაგებობაში იყო განთავსებული.





ეს ნაგებობა ძალიან გადაკეთებულია. სოსო ლუაშვილის თქმით, შენობის მარცხენა ნახევარი და მთლიანად აივანი თავისი საყრდენი ბოძებით კომუნისტების პერიოდშია მომატებულია. სარაჯიშვილისდროინდელი, ანუ აუთენტური, პრაქტიკულად მხოლოდ მარანია. იქაც ინტერიერშიც ბევრი უხეში ჩარევაა. მხოლოდ ქვევრებს ვერ მოუხერხეს ვერაფერი. თუმცა, ქვევრების დიდი ნაწილი დაბზარულია და რესტავრაციას საჭიროებს. როგორც გვითხრეს:

სულ მარანში არის 40 ქვევრი. 30 დიდი და 10 პატარა. აქედან მხოლოდ 13 არის მთელი. დანარჩენი დაზიანებულია.

სოსო ლუაშვილმა ეს მონაცემები იცის იმ პერიოდიდან, როცა ტექნიკუმის თანამშრომლები ამ მარნის ქვევრებში ღვინოს აყენებდნენ.


--------------------
მე დონდღლაბი (მჭკნარა)
Go to the top of the page
 
+Quote Post
khoteuri
პოსტი Jul 30 2009, 12:23 AM
პოსტი #29


მეღვინეთუხუცესი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,985
რეგისტრ.: 3-June 08
მდებარეობა: Tiflis
წევრი №: 15





ისეთი ანტისანიტარიაა, გული მოგიკვდება კაცს.




--------------------
  
Go to the top of the page
 
+Quote Post
khoteuri
პოსტი Jul 30 2009, 12:26 AM
პოსტი #30


მეღვინეთუხუცესი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,985
რეგისტრ.: 3-June 08
მდებარეობა: Tiflis
წევრი №: 15



თავად წნეხი კი ვერ აღმოვაჩინეთ მარანში.


--------------------
  
Go to the top of the page
 
+Quote Post

6 გვერდი V   1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



ახლა არის: 18th April 2014 - 05:12 PM