IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

6 გვერდი V   1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> უცხოელი მოგზაურები ქართული ღვინის, ვაზის,, ვენახის, სუფრის შესახებ
mei
პოსტი Jul 22 2009, 07:32 PM
პოსტი #1

მარნის ლომი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 768
რეგისტრ.: 13-April 09
წევრი №: 1,602

საინტერესოა, რას ამბობდნენ გასული საუკუნის (და არამარტო) უცხოელი მოგზაურები ჩვენი ვენახის შესახებ, მოსწონდათ თუ არა ჩვენებური ღვინო, სუფრის ადათ-წესები, სადღეგრძელოები ...

პირველ პოსტს ამავე ფორუმის ერთ-ერთი თემიდან დავაკოპირებ, დანარჩენს მასალას კი ნელ-ნელა დავდებ smile.gif

ჟერმან ბაპსტის ანგარიში საფრანგეთის განათლების მინისტრს, 1886 წელი:

"ანგარიში მინისტრს კავკასიის კერამიკის შესახებ

ბატონო მინისტრო,
იმ ინსტრუქციების მიხედვით რომელიც მე ხელოვნების განყოფილების დირექტორმა გადმომცა, ვიმოგზაურე კავკასიასა და ანატოლიაში; სევრის მანუფაქტურის დირექტორის თხოვნის შესაბამისად, ამ მხარეებში შევაგროვე:
1. ყველა ტიპის კერამიკა, თხელი თუ უხეში, უძველესი თუ თანამედროვე
2. ცნობები ძველებურ თუ თანამედროვე დამზადების ტექნოლოგიებზე
3. და კერამიკის შენობების გარეთა დეკორაციებზე.

.... მე შევძელი სრულად შემესრულებინა ჩემზე დავალებული მისია და ჩამომეტანა (აღმოსავლეთ)საქართველოდან, სომხეთიდან, იმერეთიდან, სპარსეთის ჩრდილოეთიდან, ლაზისტანიდან, და ანატოლიიდან სხვადასხვა ტიპის კერამიკა; ზოგიერთ ადგილას შევძელი, და ეს არც თუ ისე ადვილი იყო, მომეპოვებინა მათი დამზადების საიდუმლოებები, რასაც უეჭველად ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება.

საქართველო უპირატესად ღვინის სამშობლოა; უბრალო გლეხიც კი აქ მინიმუმ 4 ლიტრს სვამს დღეში; ყველა დიდ ჭურჭელს მხოლოდ ერთადერთი უმთავრესი დანიშნულება აქვს - ღვინის შენახვა. დამზადების დიდი ცენტრებია გორი, ტფილისი, და თელავი; ზოგჯერ ამ ქვეყნის ჭურჭელი სიმაღლეში 5 მეტრს აღწევს; მათ მიწაში ფლავენ, ავსებენ, პირს სამექოთნეო თიხით შემოულესავენ, და როცა ღვინის დალევა მოესურვებათ იქედან ცოტ-ცოტას იღებენ, სანამ ჭურჭელი მთლიანად არ დაცარიელდება. ამ ჭურჭლის ფორმა ძირითადად ძალიან ფართომუცლიანი, ხოლო ბოლოვდება წვერით. ეს ჭურჭელი ფეხზე ვერ დგება, გვერდზე იხრება. ყელი ძალიან დაბალია; პირის დიამეტრი შეიძლება მაუცლის დიამეტრის ნახევარს უდრიდეს. ზოგჯერ, მაგრამ ეს ძირითადად დიდი ზომის გადასატან ჭურჭელს შეეხება, შეიძლება ყავისფერი ნახატი დეკორი ქონდეს ყელისა და მუცლის გარშემო. აი, ასეთია ქართული დიდი უთავსახურო ჭურჭლის თავისებურებანი.
.... "

--------------------
La Géorgie est la patrie du vin par excellence ;
le moindre paysan en boit au minimum quatre litres par jour ;
tous les grands vases n’ont comme unique objet que sa conservation - G.B. - 1896

--------

Mei n'est pas menteuse

Go to the top of the page
 
+Quote Post
giorgi XIII
პოსტი Jul 22 2009, 07:39 PM
პოსტი #2

მარნის ლომი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 855
რეგისტრ.: 16-June 08
მდებარეობა: mtskheta
წევრი №: 35

საღი თემაა, მალადეც მეი, მეც მომეძებნება რაღაც-რაღაცეები და რომ მოვხელავ დავდებ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
მეკვლე
პოსტი Jul 22 2009, 07:46 PM
პოსტი #3

ნამდვილი მასაი
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,069
რეგისტრ.: 3-July 08
მდებარეობა: დიდი დიღომი
წევრი №: 42

მაგარია მეი!

მე ვაპირებდი ამ თემის გახსნას კარგა ხანია. ამასწინათ მომწერა სკაიპში ერთმა ისტორიაში ჩახედულმა კაცმა, რომ ჟან ფრანსუა გამბა და პიერ კასტელი წერენ, რომ ქართველები გასაყიდად კარგ ღვინოს არ ამზადებენო. ზუსტად კი არ ვიცი, რას წერს ეს ხალხი. არ წამიკითხავს ჯერ... მაგრამ ალბათ იმას წერენ, რომ ქართველი ღვინით (და საერთოდაც) არ ვაჭრობდა, თორემ კარგი ღვინო როგორ არ ექნებოდა? ამათაც დაალევინებდნენ ბლომად ყანწებით და თასებით!

არადა, საჭირო ლიტერატურაა _ დიუმა, კასტელი, შარდენი, გამბა და სხვანი და სხვანი... მათი აზრი ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც გარეშე თვალით დანახული და ამის გამო შედარებით ობიექტურად შეფასებული ღვინო, სამზარეულო და ადათ-წესები.

--------------------
მე დონდღლაბი (მჭკნარა)
Go to the top of the page
 
+Quote Post
makho
პოსტი Jul 22 2009, 07:48 PM
პოსტი #4

ხამანწკათა შემაკრთომელი
*****

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 5,043
რეგისტრ.: 2-June 08
წევრი №: 7

ციტატა(giorgi XIII @ Jul 22 2009, 07:39 PM) *
საღი თემაა

საღი რა, ატამია? biggrin.gif

მეის კი საღოლ smile.gif

მეც ბლომად დავყრი. ვინც მოზრდილ ციტატებს დააგდებს, იმას ბლოგზეც გადავიტან.
Go to the top of the page
 
+Quote Post
giorgi XIII
პოსტი Jul 22 2009, 07:53 PM
პოსტი #5

მარნის ლომი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 855
რეგისტრ.: 16-June 08
მდებარეობა: mtskheta
წევრი №: 35

ციტატა(მეკვლე @ Jul 22 2009, 11:46 AM) *
მაგარია მეი!

მე ვაპირებდი ამ თემის გახსნას კარგა ხანია. ამასწინათ მომწერა სკაიპში ერთმა ისტორიაში ჩახედულმა კაცმა, რომ ჟან ფრანსუა გამბა და პიერ კასტელი წერენ, რომ ქართველები გასაყიდად კარგ ღვინოს არ ამზადებენო. ზუსტად კი არ ვიცი, რას წერს ეს ხალხი. არ წამიკითხავს ჯერ... მაგრამ ალბათ იმას წერენ, რომ ქართველი ღვინით (და საერთოდაც) არ ვაჭრობდა, თორემ კარგი ღვინო როგორ არ ექნებოდა? ამათაც დაალევინებდნენ ბლომად ყანწებით და თასებით!

არადა, საჭირო ლიტერატურაა _ დიუმა, კასტელი, შარდენი, გამბა და სხვანი და სხვანი... მათი აზრი ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც გარეშე თვალით დანახული და ამის გამო შედარებით ობიექტურად შეფასებული ღვინო, სამზარეულო და ადათ-წესები.

დედით მაგათამ, მაგათ ხო კარგი ღვინოები ქონდათ მაგ დროს აი. ეგენი არიან ღვინის ფალსიფიკაციის ავტორები და თუკი ჩვენ მსოფლიოს სიტყვა "ღვინო" ვაჩუქეთ მაგათმა ღვინის ფალსიფიკაცია მოიგონეს და "დააკანონეს" ასე რომ თუ ჩემი ძმა ხარ მაგ ვაჟბატონებს გადაეცი, რომ ნუ მიაც-მააცომენ. wink.gif cool.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
მეკვლე
პოსტი Jul 22 2009, 07:56 PM
პოსტი #6

ნამდვილი მასაი
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,069
რეგისტრ.: 3-July 08
მდებარეობა: დიდი დიღომი
წევრი №: 42

ციტატა(giorgi XIII @ Jul 22 2009, 07:53 PM) *
დედით მაგათამ, მაგათ ხო კარგი ღვინოები ქონდათ მაგ დროს აი. ეგენი არიან ღვინის ფალსიფიკაციის ავტორები და თუკი ჩვენ მსოფლიოს სიტყვა "ღვინო" ვაჩუქეთ მაგათმა ღვინის ფალსიფიკაცია მოიგონეს და "დააკანონეს" ასე რომ თუ ჩემი ძმა ხარ მაგ ვაჟბატონებს გადაეცი, რომ ნუ მიაც-მააცომენ. wink.gif cool.gif

ვეტყვი!.. ვეტყვი, მეფე-ჯან!..

(დაანგრიო რა, შენი აშენებულია!..) cool.gif

wink.gif

--------------------
მე დონდღლაბი (მჭკნარა)
Go to the top of the page
 
+Quote Post
mei
პოსტი Jul 22 2009, 08:15 PM
პოსტი #7

მარნის ლომი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 768
რეგისტრ.: 13-April 09
წევრი №: 1,602

მიხარია, რომ ეს თემა მოგეწონათ smile.gif

ბევრს საინტერესოს წერენ უცხოელები, ჩვენთან კი სამწუხაროდ მხოლოდ ჩერჩეტ (მომიტევეთ) დიუმას ჩანაწერებს ახსენებენ ხოლმე smile.gif

კარგი მასალები მაქვს და ნელ-ნელა დავდებ, თქვენგანაც ველოდები იგივეს smile.gif

--------------------
La Géorgie est la patrie du vin par excellence ;
le moindre paysan en boit au minimum quatre litres par jour ;
tous les grands vases n’ont comme unique objet que sa conservation - G.B. - 1896

--------

Mei n'est pas menteuse

Go to the top of the page
 
+Quote Post
khoteuri
პოსტი Jul 22 2009, 10:03 PM
პოსტი #8

მეღვინეთუხუცესი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,985
რეგისტრ.: 3-June 08
მდებარეობა: Tiflis
წევრი №: 15

დიუმა საქართველოში რომ ჩამოვიდა მაშინ გამოჩერჩეტდა მხოლოდ biggrin.gif

--------------------
  
Go to the top of the page
 
+Quote Post
giorgi XIII
პოსტი Jul 22 2009, 10:05 PM
პოსტი #9

მარნის ლომი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 855
რეგისტრ.: 16-June 08
მდებარეობა: mtskheta
წევრი №: 35

ციტატა(ამადეუს @ Jul 22 2009, 02:03 PM) *
დიუმა საქართველოში რომ ჩამოვიდა მაშინ გამოჩერჩეტდა მხოლოდ biggrin.gif

არც მანამდე აკლებდა, მაგრამ მაგასაც არ გაემტყუნება, აბა ერთ დალევაზე შვიდლიტრანახევარ ღვინოს რომ დაალევინებდნენ აბა რა მოუვიდოდა?
Go to the top of the page
 
+Quote Post
SLOW
პოსტი Jul 22 2009, 10:17 PM
პოსტი #10

ქვევრების მბრძანებელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,020
რეგისტრ.: 25-May 09
წევრი №: 1,932

ბავშვვობისას წავიკითხე დიუმას კავკასია და ძლიერ ჩამრჩა გონებაში, თანაც რუსულად იყო ეს წიგნი და ბევრ რაღაცას ვერ მივხვდი, მაგრამ მახსოვს აქეიფეს მწერლებმა და ხელწერილიც დამიწერეს რომ მათზე მეტი ღვინო დავლიეო ასე წერდა როგორც მახსოვს. მაგრამ ისიც გამიკვირდა სმა თუაღარ შეეძლოთ ხელწერილი როგორღა დაწერეს, იქნებ მოიძიოთ და აქ დააგდოთ, ბავშვობასაც გავიხსენებ და ფორუმისათვისაც კარგი იქნება.
Go to the top of the page
 
+Quote Post
მეკვლე
პოსტი Jul 22 2009, 10:50 PM
პოსტი #11

ნამდვილი მასაი
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,069
რეგისტრ.: 3-July 08
მდებარეობა: დიდი დიღომი
წევრი №: 42

ციტატა(ამადეუს @ Jul 22 2009, 10:03 PM) *
დიუმა საქართველოში რომ ჩამოვიდა მაშინ გამოჩერჩეტდა მხოლოდ biggrin.gif

რამ გამოაჩერჩეტა, კაცო?! ohmy.gif დიუმას გამოჩერჩეტებაზე პირველად მესმის. "სამი მუშკეტერი" და "გრაფი მონტე კრისტო" გამოჩერჩეტებული კაცის დაწერილია, თქვენ ასე ფიქრობთ?! ohmy.gif

--------------------
მე დონდღლაბი (მჭკნარა)
Go to the top of the page
 
+Quote Post
khoteuri
პოსტი Jul 22 2009, 11:02 PM
პოსტი #12

მეღვინეთუხუცესი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,985
რეგისტრ.: 3-June 08
მდებარეობა: Tiflis
წევრი №: 15

ციტატა(მეკვლე @ Jul 22 2009, 10:50 PM) *
რამ გამოაჩერჩეტა, კაცო?! ohmy.gif დიუმას გამოჩერჩეტებაზე პირველად მესმის. "სამი მუშკეტერი" და "გრაფი მონტე კრისტო" გამოჩერჩეტებული კაცის დაწერილია, თქვენ ასე ფიქრობთ?! ohmy.gif

მე არ მითქვამს რომ სულელი და გამოჩერჩეტებულია, შემდგომ აღარ დავაკონკრეტე. თუ დაუკვირდები ჩემს ციტატას
"დიუმა საქართველოში რომ ჩამოვიდა მაშინ გამოჩერჩეტდა მხოლოდ" ეს კი უნდა მიხვდე რატომ დავწერე.
წარმოუდგენელია ჩერჩეტი უწოდო კაცს რომლის წიგნებით გავიზარდეთ.

--------------------
  
Go to the top of the page
 
+Quote Post
hirondelle
პოსტი Jul 22 2009, 11:21 PM
პოსტი #13

მარნის ლომი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 893
რეგისტრ.: 3-June 08
მდებარეობა: Belgique
წევრი №: 11

ერთადერთი ხალხი რომელსაც დიუმა მაგ წიგნში აქებს ქართველებია, მე ასე მახსოვს და...

--------------------
დაასხი!

Go to the top of the page
 
+Quote Post
khoteuri
პოსტი Jul 22 2009, 11:26 PM
პოსტი #14

მეღვინეთუხუცესი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,985
რეგისტრ.: 3-June 08
მდებარეობა: Tiflis
წევრი №: 15

ციტატა(hirondelle @ Jul 22 2009, 11:21 PM) *
ერთადერთი ხალხი რომელსაც დიუმა მაგ წიგნში აქებს ქართველებია, მე ასე მახსოვს და...

კი ბატონო და გულისტკივილითვე ემშვიდობება თბილისს.

--------------------
  
Go to the top of the page
 
+Quote Post
mei
პოსტი Jul 22 2009, 11:50 PM
პოსტი #15

მარნის ლომი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 768
რეგისტრ.: 13-April 09
წევრი №: 1,602

ჩერჩეტი იმიტომ ვუწოდე, რომ სიმართლესთან ერთად ცოტა სისულელეც უწერია, ჩვენ კი - აქაოდა დიუმააო, სულ მის ციტირებაში ვართ smile.gif smile.gif უბრალოდ, მე გული იმაზე მწყდება რომ იმავე პერიოდში, და უფრო ადრეც, არაერთმა საინტერესო პიროვნებამ იმოგზაურა საქართველოში და საინტერესო ჩანაწერებიც გამოაქვეყნა, მაგრამ ჩვენთან მათი სახელი და გვარიც კი არ გაუგიათ.

დიუმა წერს, ამ ქვეყნაში ერთი წმინდანი ყავთ სახელად ღითობელიო, ჩვენთან ეგ წმინდანი ცნობილი არ არის, აქ კი თითქმის ყოველი ეკლესია მის სახელზეა აშენებულიო smile.gif ამხელა ფილარმონია კაცს ერთი თარჯიმანი ვერ მიუჩინეს ნეტა, "ღითობელი" რომ გადაეთარგმნა biggrin.gif (ეს ისე, მცირე გადახვევა, თორემ სიჩერჩეტესთან არაფერ შუაშია smile.gif )

დიუმას მიერ დალეულ ღვინოს რაც შეეხება, დიუმას გარდა ამ ამბავს აკაკიც წერს.
ტფილისში ჩამოსული დიუმა ჟურნალ "ცისკრის" რედაქციაში მიუწვევიათ და ვახშამიც გაუმართავთ. ივანე კერესელიძე, ლავრენტი არდაზიანი და ალექსანდრე ორბელიანი რომ იყვნენ მახსოვს, დანარჩენების ვინაობა კი არა. მოკლედ, კერესელიძე ალავერდს გადასულა, უფიქრია დავათრობო, დიუმას კი სამი სტაქანი კახური დაულევია და ზედ ყანწიც კი დაუყოლებია, ყანწში კი სამი დიდი ბოთლი ჩადიოდა თურმე. დაუბრუნებია ეს ყანწი კერესელიძესთვის, იმას კი აღარ დაულევია, რა დალევდა იმხელასო. ლავრენტი არდაზიანი კერესელიძეს გაუბრაზდა, რომელი გულბაათი შენა ხარ რომ ალავერდს გადასულხარო. მოკლედ, დაუწერეს მერე დიუმას ხელწერილი რომ ქართველებზე მეტი ღვინო დალიაო (ქართველები რომ ვითომ დაათრო ეს ბოროტი ენებისა და ცუდი თარგმანის მოგონილია smile.gif ).
შეურცხვათ ცხვირი, რავა გააბლატავეს ეს ფრანცუზი!

პ.ს. ამ ცოტა ხნის წინ იბეიზე შევიძინე ძალიან საინტერესო სტატიები; დიუმასთან ერთად მოგზაურობდა მხატვარი მუანე. სწორედ ამ მუანეს ჩანაწერები და გრავიურები შევიძინე და ... მიხარია smile.gif

--------------------
La Géorgie est la patrie du vin par excellence ;
le moindre paysan en boit au minimum quatre litres par jour ;
tous les grands vases n’ont comme unique objet que sa conservation - G.B. - 1896

--------

Mei n'est pas menteuse

Go to the top of the page
 
+Quote Post
khoteuri
პოსტი Jul 23 2009, 12:15 AM
პოსტი #16

მეღვინეთუხუცესი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,985
რეგისტრ.: 3-June 08
მდებარეობა: Tiflis
წევრი №: 15

ციტატა(mei @ Jul 22 2009, 11:50 PM) *

სწორედ ეგაა იამაყებდა კაცი მაშ რას იზავდა?
ერთი გულბაათისებური ვერ იშოვეს ? ახია მათზე laugh.gif
ნეტამც ეს დრო ყოფილიყო და შევხვედროდი, სუ ტალახში ამოვგანგლიდი იმდენს ვასმევდი laugh.gif

--------------------
  
Go to the top of the page
 
+Quote Post
SLOW
პოსტი Jul 23 2009, 12:49 AM
პოსტი #17

ქვევრების მბრძანებელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,020
რეგისტრ.: 25-May 09
წევრი №: 1,932

ციტატა(ამადეუს @ Jul 23 2009, 12:15 AM) *
სწორედ ეგაა იამაყებდა კაცი მაშ რას იზავდა?
ერთი გულბაათისებური ვერ იშოვეს ? ახია მათზე laugh.gif
ნეტამც ეს დრო ყოფილიყო და შევხვედროდი, სუ ტალახში ამოვგანგლიდი იმდენს ვასმევდი laugh.gif

ტალახში თუარა მტვერში ხომ მაინც laugh.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
zangi
პოსტი Jul 23 2009, 12:10 PM
პოსტი #18

ქვევრების მბრძანებელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,497
რეგისტრ.: 3-April 09
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 1,511

ციტატა(ამადეუს @ Jul 23 2009, 12:15 AM) *
სწორედ ეგაა იამაყებდა კაცი მაშ რას იზავდა?
ერთი გულბაათისებური ვერ იშოვეს ? ახია მათზე laugh.gif
ნეტამც ეს დრო ყოფილიყო და შევხვედროდი, სუ ტალახში ამოვგანგლიდი იმდენს ვასმევდი laugh.gif

ხმამაღალი განაცხადი ხო არაა? biggrin.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
khoteuri
პოსტი Jul 26 2009, 04:37 PM
პოსტი #19

მეღვინეთუხუცესი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,985
რეგისტრ.: 3-June 08
მდებარეობა: Tiflis
წევრი №: 15

"საქართველოში ჩასული ფრანგი თავს ისე გრძნობს , როგორც საკუთარ ქვეყანაში. გაოცებთ ვაზის მოვლის და ღვინის წარმოების უძველესიტრადიციები. სტუმართმოყვარე, ოპტიმისტი, კარგი ხასიათისა და იუმორის გრძნობით უხვად დაჯილდოებული ქართველები გაცნობისთანავე თქვენი მეგობრები ხდებიან.

საქართველოში ჩემი პირველი ყოფნისას განმაცვიფრა მეღვინეების მიერ შემოთავაზებულმა ღვინის მარკების მრავალფეროვნებამ, 45 განსხვავებული მარკის ღვინით საქართველო შეიძლება მხოლოდ საფრანგეთს დაუახლოვდეს...

წითელი ღვინოები, რომლებიც განსხვავებული ინტერესითა და სიამოვნებით გავსინჯე, საქართველოში ღვინის წარმოების უძველესი მეთოდებითაა დამზადებული. ჩემი აზრით, ეს წითელი ღვინოები მეტად ორიგინალურია, მათი გასინჯვისას მომაგონდა ის შესანიშნავი წითელი ღვინო, რომელიც საბერძნეთში, ათონის მაღალ მთაზე აგებული ორთოდოქსული ეკლესიის ბერებმა შემომთავაზეს. ამ ბერებმა, რომლებსაც თავი მოჰქონდათ, რომ ბიზანტიელი იმპერატორების დროინდელი მეთოდით ამზადებდნენ ღვინოს, დამარწმუნეს, რომ ძველად კონსტანტინეპოლის სამეფო კარზე ქართულ ღვინოს მიირთმევდნენ.
... მოეწყო ღვინოების დეგუსტაცია. ეს გახლდათ არაჩვეულებრივი ქაღთული ღვინოები, რომელთა გემო არასოდეს დამავიწყდება..."

მორის ვალერი რადო
საფრანგეთის სახელმწიფო მრჩეველი,
სოფლის მეურნეობის აკადემიის წევრი,
ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის
პრემიების ჟიურის პრეზიდენტი

--------------------
  
Go to the top of the page
 
+Quote Post
mei
პოსტი Jul 26 2009, 04:41 PM
პოსტი #20

მარნის ლომი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 768
რეგისტრ.: 13-April 09
წევრი №: 1,602

ციტატა(ამადეუს @ Jul 26 2009, 04:37 PM) *

რომელი წელია?

--------------------
La Géorgie est la patrie du vin par excellence ;
le moindre paysan en boit au minimum quatre litres par jour ;
tous les grands vases n’ont comme unique objet que sa conservation - G.B. - 1896

--------

Mei n'est pas menteuse

Go to the top of the page
 
+Quote Post
khoteuri
პოსტი Jul 26 2009, 04:49 PM
პოსტი #21

მეღვინეთუხუცესი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,985
რეგისტრ.: 3-June 08
მდებარეობა: Tiflis
წევრი №: 15

ციტატა(mei @ Jul 26 2009, 04:41 PM) *
რომელი წელია?

სამწუხაროდ წელი არ ვიცი. არ არის აღნიშნული.

--------------------
  
Go to the top of the page
 
+Quote Post
khoteuri
პოსტი Jul 26 2009, 04:51 PM
პოსტი #22

მეღვინეთუხუცესი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,985
რეგისტრ.: 3-June 08
მდებარეობა: Tiflis
წევრი №: 15

მთავარმა (საქართველოს მეფე ვახტანგ V-მ) მიმიპატიჟა სასახლეშიგამართულ დისწულის ქორწილზე.
ერთ მაგიდასთან სამი ევროპელი უფრო მეტს ხმაურობს, ვიდრე ამ ნადიმზე მყოფი ასოცდაათი კაცი...

აქ საუცხოო წესრიგის შემდეგ ყურადღებას ყველაზე მეტად ჭურჭლეულობის სიუხვე იქცევდა. აქ იყო დაახლოებით ას ოცი ფიალა, თასი, ხელადა და ყანწი, სამოცი სურა და თორმეტი აზარფეშა. თითქმის ყველა აზარფეშა ვერცხლისა იყო. სურები ან სადა ოქროსი იყო, ან მომინანქრებული ოქროსი, თასები და ხელადები ზოგი ოქროთი იყო დაფერილი, ზოგიც ოქროთივე მოხატული, ზოგსაც ძვირფასი ქვები და ვერცხლის მოჭედილობა ამშვენებდა. ყანწებიც ძვირფასი თასების მსგავსად იყო მოზარნიშებული. ყანწები სხვადასხვა ზომისაა. ყველაზე მეტად გავრცელებულია რვა გოჯის სიმაღლისა და ორი გოჯის სიფართის კუპრივით შავი და სათუთად გაპრიალებული ყანწები. ზოგი მათგანი მარტორქისა და გარეული ნადირისაა, ძირითადად კი, მათ ხარისა და ვერძის რქემისაგან აკეთებენ. რქების სასმისებად გამოყენება და მათი მორთვა ყოველთვის გავრცელებული ყოფილა აღმოსავლეთის ხალხებში...

მართალირომ ვთქვა, იმდენი ღვინო რომ დამელია, რაც ჩემმა თანამესუფრეებმა დალიეს, იქვე გავთავდებოდი, მაგრამ მთავარმა საკმაო წინდახედულება გამოიჩინა და ბრძანა, ჩვენთვის სადღეგრძელოები არ შემოეთავაზებინათ. ჩვენს წინ იდგა ღვინო, წყალი, ოქროს თასი და როცა მოვითხოვდით, მხოლოდ მაშინ შეგვივსებდნენ ხოლმესასმისებს. სმის დაწყებისთანავე საკრავებიც აჟღერდნენ და სიმღერაც დაიწყო...

შუაღამეს წამოვდექი, მას შემდეგ, არც დიდი მოწიწებით გამოვეთხოვეთ მთავარს. გამომშვიდობებისას მან მკითხა, როგორ ბრძანდებაო ესპანეთის მეფე და ძვირფასი ქვებით მორთული თასით შესვა მისი სადღეგრძელო, მან მოისურვა კაპუცინებს და მეც ამ მდიდრული სასმისით შეგვესვა ეს სადღეგრძელო.

ჟან შარდენი
1672-1673

--------------------
  
Go to the top of the page
 
+Quote Post
mei
პოსტი Jul 26 2009, 05:07 PM
პოსტი #23

მარნის ლომი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 768
რეგისტრ.: 13-April 09
წევრი №: 1,602

ციტატა
სამწუხაროდ წელი არ ვიცი. არ არის აღნიშნული.

საუკუნის მეორე მეოთხედი ან ????-იანი წლები, ესეც არ იცი? sad.gif

ციტატა
ჟან შარდენის ჩანაწერებიც მაქვს.

good.gif
როდის დადებ? smile.gif

--------------------
La Géorgie est la patrie du vin par excellence ;
le moindre paysan en boit au minimum quatre litres par jour ;
tous les grands vases n’ont comme unique objet que sa conservation - G.B. - 1896

--------

Mei n'est pas menteuse

Go to the top of the page
 
+Quote Post
khoteuri
პოსტი Jul 26 2009, 05:15 PM
პოსტი #24

მეღვინეთუხუცესი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,985
რეგისტრ.: 3-June 08
მდებარეობა: Tiflis
წევრი №: 15

ციტატა(mei @ Jul 26 2009, 05:07 PM) *
საუკუნის მეორე მეოთხედი ან ????-იანი წლები, ესეც არ იცი? sad.gif

smile.gif

უფრო ჩვენკენ არის ვფიქრობ.

ციტატა
good.gif
როდის დადებ?

დავდე უკვე smile.gif

--------------------
  
Go to the top of the page
 
+Quote Post
mei
პოსტი Jul 26 2009, 05:33 PM
პოსტი #25

მარნის ლომი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 768
რეგისტრ.: 13-April 09
წევრი №: 1,602

ამადეუს friends.gif smile.gif

ციტატა
ერთ მაგიდასთან სამი ევროპელი უფრო მეტს ხმაურობს, ვიდრე ამ ნადიმზე მყოფი ასოცდაათი კაცი...

ეჰ, ნეტავ კიდევ ასე იყოს

--------------------
La Géorgie est la patrie du vin par excellence ;
le moindre paysan en boit au minimum quatre litres par jour ;
tous les grands vases n’ont comme unique objet que sa conservation - G.B. - 1896

--------

Mei n'est pas menteuse

Go to the top of the page
 
+Quote Post
hirondelle
პოსტი Jul 26 2009, 05:38 PM
პოსტი #26

მარნის ლომი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 893
რეგისტრ.: 3-June 08
მდებარეობა: Belgique
წევრი №: 11

მეფის დისწულის ქორწილში ასოცდაათ კაცზე მეტი არ ყოფილა
ახლანდელ საქართველოში კი... cool.gif

--------------------
დაასხი!

Go to the top of the page
 
+Quote Post
khoteuri
პოსტი Jul 26 2009, 06:30 PM
პოსტი #27

მეღვინეთუხუცესი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,985
რეგისტრ.: 3-June 08
მდებარეობა: Tiflis
წევრი №: 15

mei
ციტატა
ეჰ, ნეტავ კიდევ ასე იყოს

მართლაც, დღეს 2 კაციც რომაა სუფრასთან მომსხდარი ისეთი ხმაური გამოდის გეგონება დაინგრა ქვეყანაო smile.gif

hirondelle
ციტატა
ახლანდელ საქართველოში კი...

ახლანდელ საქართველოში თუ 500 კაციანი სუფრა არ გააკეთე ასთე იტყვიან არ ქონდა მეტი საშუალება და რა ექნაოbiggrin.gif

--------------------
  
Go to the top of the page
 
+Quote Post
zangi
პოსტი Jul 26 2009, 09:02 PM
პოსტი #28

ქვევრების მბრძანებელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,497
რეგისტრ.: 3-April 09
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 1,511

ციტატა(ამადეუს @ Jul 26 2009, 04:51 PM) *
მთავარმა (საქართველოს მეფე ვახტანგ V-მ) მიმიპატიჟა სასახლეშიგამართულ დისწულის ქორწილზე.
ერთ მაგიდასთან სამი ევროპელი უფრო მეტს ხმაურობს, ვიდრე ამ ნადიმზე მყოფი ასოცდაათი კაცი...

აქ საუცხოო წესრიგის შემდეგ ყურადღებას ყველაზე მეტად ჭურჭლეულობის სიუხვე იქცევდა. აქ იყო დაახლოებით ას ოცი ფიალა, თასი, ხელადა და ყანწი, სამოცი სურა და თორმეტი აზარფეშა. თითქმის ყველა აზარფეშა ვერცხლისა იყო. სურები ან სადა ოქროსი იყო, ან მომინანქრებული ოქროსი, თასები და ხელადები ზოგი ოქროთი იყო დაფერილი, ზოგიც ოქროთივე მოხატული, ზოგსაც ძვირფასი ქვები და ვერცხლის მოჭედილობა ამშვენებდა. ყანწებიც ძვირფასი თასების მსგავსად იყო მოზარნიშებული. ყანწები სხვადასხვა ზომისაა. ყველაზე მეტად გავრცელებულია რვა გოჯის სიმაღლისა და ორი გოჯის სიფართის კუპრივით შავი და სათუთად გაპრიალებული ყანწები. ზოგი მათგანი მარტორქისა და გარეული ნადირისაა, ძირითადად კი, მათ ხარისა და ვერძის რქემისაგან აკეთებენ. რქების სასმისებად გამოყენება და მათი მორთვა ყოველთვის გავრცელებული ყოფილა აღმოსავლეთის ხალხებში...

მართალირომ ვთქვა, იმდენი ღვინო რომ დამელია, რაც ჩემმა თანამესუფრეებმა დალიეს, იქვე გავთავდებოდი, მაგრამ მთავარმა საკმაო წინდახედულება გამოიჩინა და ბრძანა, ჩვენთვის სადღეგრძელოები არ შემოეთავაზებინათ. ჩვენს წინ იდგა ღვინო, წყალი, ოქროს თასი და როცა მოვითხოვდით, მხოლოდ მაშინ შეგვივსებდნენ ხოლმესასმისებს. სმის დაწყებისთანავე საკრავებიც აჟღერდნენ და სიმღერაც დაიწყო...

შუაღამეს წამოვდექი, მას შემდეგ, არც დიდი მოწიწებით გამოვეთხოვეთ მთავარს. გამომშვიდობებისას მან მკითხა, როგორ ბრძანდებაო ესპანეთის მეფე და ძვირფასი ქვებით მორთული თასით შესვა მისი სადღეგრძელო, მან მოისურვა კაპუცინებს და მეც ამ მდიდრული სასმისით შეგვესვა ეს სადღეგრძელო.

ჟან შარდენი
1672-1673

ეჰ ერთი ამ სუფრაზე დამსვა ან გვერდიდან მაყურებია მაინც
Go to the top of the page
 
+Quote Post
mei
პოსტი Jul 26 2009, 09:29 PM
პოსტი #29

მარნის ლომი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 768
რეგისტრ.: 13-April 09
წევრი №: 1,602

დონ კრისტოფორო დე კასტელი. საწნახელი, ყურძნის დაწურვა და სახლის მშენებლობა

--------------------
La Géorgie est la patrie du vin par excellence ;
le moindre paysan en boit au minimum quatre litres par jour ;
tous les grands vases n’ont comme unique objet que sa conservation - G.B. - 1896

--------

Mei n'est pas menteuse

Go to the top of the page
 
+Quote Post
mei
პოსტი Jul 26 2009, 09:48 PM
პოსტი #30

მარნის ლომი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 768
რეგისტრ.: 13-April 09
წევრი №: 1,602

ჩემი ძვირფასი ბარონი დე ბაი:

"ჩვენი მოგზაურობა რთველის დროს დაემთხვა, ხოლო გურიაში კი რთველი, შეიძლება ითქვას, რომ თითქმის საჰაეროა. მართლაც, მაღალი და ტოტებგაშლილი ხის ძირში დარგული, თავის ნებაზე მიშვებული ვაზი გაბედულად მიცოცავს ზევით და ფოთლებში განიფინება. ასე რომ ყურძნის მოსაკრეფად ხის კენწეროზეა ასვლა საჭირო.
ამ სამუშაოს შესარულებლად, ხეზე ცილინდრის ფორმის კალათას აიტანენ, რომელსაც ტოტებზე ხის დიდი კაუჭით დაკიდებენ.
რაც უფრო მეტი მტევანია ზემოთ, მით უფრო სქელია ვაზის ძირი. არაფერია იმაზე უფრო თვალწარმტაცი, ვიდრე ვაზის ვარჯის ეს გიგანტური ხვეულები ძველისძველი ხეების გარშემო. არაფერია იმაზე უფრო თვალწარმტაცი, თუ როგორ გადადის ვაზი ერთი ხიდან მეორეზე, ქმნის რა ჩამოკიდებული მტევნების უთვალავ, მოხდენილ გირლანდებს.
ვაზი აქ დედოფალია ყველა სხვა მცენარეთა შორის; ღვინისგან კი აქაურები ნამდვილ კულტს ქმნიან. "

1902 წელი

და იქვე, მისივე გადაღებული ფოტო:

--------------------
La Géorgie est la patrie du vin par excellence ;
le moindre paysan en boit au minimum quatre litres par jour ;
tous les grands vases n’ont comme unique objet que sa conservation - G.B. - 1896

--------

Mei n'est pas menteuse

Go to the top of the page
 
+Quote Post

6 გვერდი V   1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

ახლა არის: 23rd October 2014 - 11:52 PM