IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

2 გვერდი V   1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> როგორ წარმოგვიდგენია იდეალური სუფრა, გავიგოთ ერთმანეთის გემოვნება
proletariati
პოსტი Mar 2 2009, 11:49 AM
პოსტი #1

მარნის ლომი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 640
რეგისტრ.: 2-July 08
მდებარეობა: goris mazra
წევრი №: 40

ჩვენი ფორუმის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება ღვინოსთან და სუფრასთან დაკავშირებული გამოცდილების გაზიარებაც არის.

პირადად მე, რომელ კუთხეშიც კი არ უნდა ჩავიდე, ვინტერესდები, ტრადიციულად რომელ საჭმელებს რომელ ღვინოსთან ან არაყთან ჭამდნენ ადრე. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ აღვადგინოთ ნამდვილი ძველქართული სუფრა თავისი სადღეგრძელოებითა და კერძების ღვინოებთან შეხამებით.

საინტერესეოა ფორუმელების აზრი, როგორია მათთვის იდეალური სუფრა, ანუ როდესაც ჯიბეში ფული გვაქვს, (ანუ, ფინანსური მხარე მეორეხარისხოვანია) როგორი სუფრა იქნება იდეალური...

აქვე დავწერ ჩემი გემოვნებით გაშლილ სუფრას და შემოფასეთ, რამდენად სწორად შემიძლოია შევუხამო სასმელი და საჭმელი ერთმანეთს და არამხოლოდ...

საქეიფო ადგილი: ჩვეულებრივი გლეხური ეზო, ქვის მაგიდა და ქვისაგან გამოჩორკნილი მიღრეცილ-მოღრეცილი სკამები

ღვინო: გრაკალის თავკვერი

ცივი საუზმეული: ხალადეცი, მწვანილეულობა, ნაკლებმარილიანი ყველი, ნივრის მწნილი, ჭინჭრის ფხალი, კამით შეზავებული სახონლის მოხარშული ხორცი (ცივად), მუჟუჟი

პურეული: ქართლური წვრილი (და არა თხელი) ლავაში და კვერცხწასმული ნაზუქი

ცხელი საჭმელები: მწვადი ბადე-ქონში, ნაკვერჩხალზე შემწვარი მტრედა სოკო (ჩვენთან ასე ეძახიან), ხბოს ნეკნები, ჩაქაფული ან ყაურმა, შამფურზე შემწვარი ქორჭილა

წვნიანი: ბოზბაში ბევრი მწვანილის გარეშე

.............

მეგობრებო, თქვენც დაწერეთ თქვენი იდეალიური სუფრა და შევუფასოთ ერთმანეთს გემოვნება

--------------------
გიორგი შემოაგინებს დედისა და მამის ყელსა,
- ვა, შე საწყალო არსენა, რათა ხარ ჭკუა თხელია?
მე დღეს ღვინოს როგორ დავლევ, წითელი პარასკევია.
Go to the top of the page
 
+Quote Post
khoteuri
პოსტი Mar 2 2009, 11:53 AM
პოსტი #2

მეღვინეთუხუცესი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,985
რეგისტრ.: 3-June 08
მდებარეობა: Tiflis
წევრი №: 15

ციტატა
როგორ წარმოგვიდგენია იდეალური სუფრა, გავიგოთ ერთმანეთის გემოვნება

კაი ლობიო, პრასი, ლორი, ჭყინტი ყველი, მჭადი, წითელი ღვინო და 4 კაცის ჭუკჭუკი ესაა ჩემთვის იდეალური სუფრა

რომელიც ოცნებად მექცა უკვე sad.gif

--------------------
  
Go to the top of the page
 
+Quote Post
მეკვლე
პოსტი Mar 2 2009, 10:29 PM
პოსტი #3

ნამდვილი მასაი
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,062
რეგისტრ.: 3-July 08
მდებარეობა: დიდი დიღომი
წევრი №: 42

ერთი ბოთლი წითელი ღვინო თავის ზაკუსკიანად... smile.gif

--------------------
მე დონდღლაბი (მჭკნარა)
Go to the top of the page
 
+Quote Post
makho
პოსტი Mar 3 2009, 12:05 AM
პოსტი #4

ხამანწკათა შემაკრთომელი
*****

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 5,039
რეგისტრ.: 2-June 08
წევრი №: 7

მე ღვინოზე ავაწყობდი მთელ სუფრას. ანუ, ვთქვათ, თუ გვაქვს კახური, ჭაჭა-კლერტიანა ქვევრში დაყენებული, 3-4 წლის ცეცხლისფერი ღვინო, მაშინ სუფრაზე ვისურვებდი:

ხემსი:

გუდის ყველი, ბლომად მწვანილი, პრასისა და ყვავილოვანი კომბოსტოს მწნილი, მწვანე ზეთისხილი, სათალი, ხიზილალა, წვრილ-წვრილი ცოცხალი.

ცხელი წვნიანი:

ბოზბაში

თავი კერძები:

ბატკნის ჩაქაფული (ან ჩანახი), ჯიგრის ყაურმა, ღორის თაფლა სუკები უბასტურმოდ, სადაც ჩაქაფული გაკეთდა, იქ ერთიორი ცხვრის შამფურის აგებაც შეიძლება. ალაზნის ლოქო წვენში, ტყემლის ტყლაპით, სოკოს ბუღლამა, მოხარშული სოფლის დედალი, ინდაურის მწვადი. მწყერი.

დესერტი:
შემწვარი გოგრა, ორბელიანების კაკლუჭები, ჩურჩხელა, მწვანე ჩაი.

არი რაჭული ვარიანტიც:

კარგი ამოლესილი ლობიო კვაწარახით და ქონდრით, წითელი კომბოსტოს მწნილი, ორნაირი ყველი, ძველი და ახალი, ახალი ნიორი, წიწმატი, ოხრახუში, ბოლოკი, რეჰანი. ჭინჭრის ფხალი, ქათამბარკალა სოკო ბაჟეში, მწარე არყა სოკოს სალათა, შამფურზე ან ქვაზე შემწვარი შარეულას კალმახი, ნანადირევის შქმერული, რაჭულად გამოყვანილი ლორი, ფერდის მოზრდილი ნაჭერი, მოხარშული + თხელი მჭადები +პამიდვრის წვენი, უცხო სუნელით, ნივრით, წიწაკითა და ქინძით გამდიდრებული.

ღვინო ორნაირი:
წულუკიძის თეთრა და 2-3 წლის ალექსანდროული.

დესერტი:
ფელამუში, კაცისთავა მსხალი, კუნელის ან მოცვის ჩაი, ჩირი, ჯანჯუხა.

მეგრული ვარიანტი

ხემსი:

კამეჩის სულგუნი ახალი, გამოყვანილი სულგუნი, ნადუღი ან გებჟალია, მწვანე პომიდვრის მწნილი ჩაფენილი ნიორ-ნიახურით, კიტრი-პამიდვრის სალათი ახალი ხახვით, რეჰანით, კომბოსტოს მწარე ფხალი.

თავი კერძები:

ხარჩო, ბლომად შემწვარი წვრილი ღორჯო, ბუხარში შემწვარი წიწილები, მოხარშული ხბოს ბეჭი, ჩახოხბილი, ქარიყლაპია ქინძმარში, ბოლოს შემოდის მთლიანი, შემწვარი თხა ან ციკანი.

ღვინო ორნაირი: ცოლიკოური და სალხინოს ან თამაკონის ოჯალეში (ოჯალეში შეიძლება ციკანს შემოვაყოლოთ).

დესერტი

ოჯალეში, ტკბილი ტყლაპი, ლეღვის მურაბა, გამოყვანილი სულგუნი, მოხარშული გოგრა.

გაგრძელება იქნება, დანდობა არ იქნება biggrin.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Ermile Nakashidz...
პოსტი Mar 3 2009, 12:22 AM
პოსტი #5

მეღვინე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 84
რეგისტრ.: 20-December 08
წევრი №: 358

ციტატა
proletariati

ციტატა
საქეიფო ადგილი: ჩვეულებრივი გლეხური ეზო, ქვის მაგიდა და ქვისაგან გამოჩორკნილი მიღრეცილ-მოღრეცილი სკამები

ჯდომაც აღარ შეგვარგოთ biggrin.gif

ციტატა
ღვინო: გრაკალის თავკვერი

იფ, კაია!

ციტატა
შამფურზე შემწვარი ქორჭილა

მაინტერესებს, ქორჭილა სადაა დაჭერილი? (ისე, ქორჭილას გრაკლის თავკვერზე უფრო, ჩინური ხომ არ მოუხდებოდა?).

ციტატა
makho

ჯერ დამუშავების პროცესში ვარ, იმედია მალე გიპასუხებთ biggrin.gif

თუ მოვიცალე კაი გურული და სვანური პურმარილი უნდა ცამოვწერო, უბრალოდ სვანეთში ღვინო საიდან ავიტანო, ახლა ვფიქრობ biggrin.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
მეკვლე
პოსტი Mar 3 2009, 01:18 AM
პოსტი #6

ნამდვილი მასაი
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,062
რეგისტრ.: 3-July 08
მდებარეობა: დიდი დიღომი
წევრი №: 42

ციტატა(makho @ Mar 2 2009, 04:05 PM) *
მე ღვინოზე ავაწყობდი მთელ სუფრას.

სწორი მიდგომაა. არადა, ქართველები როგორ უკუღმა ვუყურებთ ჩვენთვის ესოდენ მნიშვნელოვან ამბავს _ ქეიფს.

ქათამბარკალა ბაჟეში! good.gif

--------------------
მე დონდღლაბი (მჭკნარა)
Go to the top of the page
 
+Quote Post
proletariati
პოსტი Mar 3 2009, 10:07 AM
პოსტი #7

მარნის ლომი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 640
რეგისტრ.: 2-July 08
მდებარეობა: goris mazra
წევრი №: 40

ციტატა(makho @ Mar 2 2009, 04:05 PM) *
მე ღვინოზე ავაწყობდი მთელ სუფრას. ანუ, ვთქვათ, თუ გვაქვს კახური, ჭაჭა-კლერტიანა ქვევრში დაყენებული, 3-4 წლის ცეცხლისფერი ღვინო, მაშინ სუფრაზე ვისურვებდი:

ხემსი:

გუდის ყველი, ბლომად მწვანილი, პრასისა და ყვავილოვანი კომბოსტოს მწნილი, მწვანე ზეთისხილი, სათალი, ხიზილალა, წვრილ-წვრილი ცოცხალი.

ცხელი წვნიანი:

ბოზბაში

თავი კერძები:

ბატკნის ჩაქაფული (ან ჩანახი), ჯიგრის ყაურმა, ღორის თაფლა სუკები უბასტურმოდ, სადაც ჩაქაფული გაკეთდა, იქ ერთიორი ცხვრის შამფურის აგებაც შეიძლება. ალაზნის ლოქო წვენში, ტყემლის ტყლაპით, სოკოს ბუღლამა, მოხარშული სოფლის დედალი, ინდაურის მწვადი. მწყერი.

დესერტი:
შემწვარი გოგრა, ორბელიანების კაკლუჭები, ჩურჩხელა, მწვანე ჩაი.

არი რაჭული ვარიანტიც:

კარგი ამოლესილი ლობიო კვაწარახით და ქონდრით, წითელი კომბოსტოს მწნილი, ორნაირი ყველი, ძველი და ახალი, ახალი ნიორი, წიწმატი, ოხრახუში, ბოლოკი, რეჰანი. ჭინჭრის ფხალი, ქათამბარკალა ბაჟეში, მწარე ალყა სოკოს სალათა, შამფურზე ან ქვაზე შემწვარი შარეულას კალმახი, ნანადირევის შქმერული, რაჭულად გამოყვანილი ლორი, ფერდის მოზრდილი ნაჭერი, მოხარშული + თხელი მჭადები +პამიდვრის წვენი, უცხო სუნელით, ნივრით, წიწაკითა და ქინძით გამდიდრებული.

ღვინო ორნაირი:
წულუკიძის თეთრა და 2-3 წლის ალექსანდროული.

დესერტი:
ფელამუში, კაცისთავა მსხალი, კუნელის ან მოცვის ჩაი, ჩირი, ჯანჯუხა.

მეგრული ვარიანტი

ხემსი:

კამეჩის სულგუნი ახალი, გამოყვანილი სულგუნი, ნადუღი ან გებჟალია, მწვანე პომიდვრის მწნილი ჩაფენილი ნიორ-ნიახურით, კიტრი-პამიდვრის სალათი ახალი ხახვით, რეჰანით, კომბოსტოს მწარე ფხალი.

თავი კერძები:

ხარჩო, ბლომად შემწვარი წვრილი ღორჯო, ბუხარში შემწვარი წიწილები, მოხარშული ხბოს ბეჭი, ჩახოხბილი, ქარიყლაპია ქინძმარში, ბოლოს შემოდის მთლიანი, შემწვარი თხა ან ციკანი.

ღვინო ორნაირი: ცოლიკოური და სალხინოს ან თამაკონის ოჯალეში (ოჯალეში შეიძლება ციკანს შემოვაყოლოთ).

დესერტი

ოჯალეში, ტკბილი ტყლაპი, ლეღვის მურაბა, გამოყვანილი სულგუნი, მოხარშული გოგრა.

გაგრძელება იქნება, დანდობა არ იქნება biggrin.gif

ცუდად გავხდი.. მაინც რა აღწერებია კაცოოო....
მახო, არყის სუფრაზე რას გვეტყვი? ანუ, არაყს მისაყოლებელ კერძებზე...

ციტატა(Ermile Nakashidze @ Mar 2 2009, 04:22 PM) *
მაინტერესებს, ქორჭილა სადაა დაჭერილი? (ისე, ქორჭილას გრაკლის თავკვერზე უფრო, ჩინური ხომ არ მოუხდებოდა?).

კარგ საქორჭილე ადგილად რომელს გვისახავ ერმილე ბატონო?

--------------------
გიორგი შემოაგინებს დედისა და მამის ყელსა,
- ვა, შე საწყალო არსენა, რათა ხარ ჭკუა თხელია?
მე დღეს ღვინოს როგორ დავლევ, წითელი პარასკევია.
Go to the top of the page
 
+Quote Post
khoteuri
პოსტი Mar 3 2009, 10:38 AM
პოსტი #8

მეღვინეთუხუცესი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,985
რეგისტრ.: 3-June 08
მდებარეობა: Tiflis
წევრი №: 15

ამაზე კარგ ადგილას ქვე სად უნდა იქეიფო ბოშო biggrin.gif

ჩემი გადაღებულია

--------------------
  
Go to the top of the page
 
+Quote Post
მეკვლე
პოსტი Mar 3 2009, 02:59 PM
პოსტი #9

ნამდვილი მასაი
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,062
რეგისტრ.: 3-July 08
მდებარეობა: დიდი დიღომი
წევრი №: 42

ციტატა(ამადეუს @ Mar 3 2009, 02:38 AM) *
ამაზე კარგ ადგილას ქვე სად უნდა იქეიფო ბოშო biggrin.gif

ის ადგილი, მწვანე მოლი რომ ჩანს, ხარისთვალის ერთ-ერთ ცნობილ საქეიფო ადგილს მაგონებს smile.gif გვერდით ცივი წყარო გამოდის. არა? სხვებიც აშკარად რაჭული ლანდშაფტია _ ნაძვნარ-სოჭნარით.

--------------------
მე დონდღლაბი (მჭკნარა)
Go to the top of the page
 
+Quote Post
tsarapisti
პოსტი Mar 4 2009, 05:27 PM
პოსტი #10

ქვევრების მბრძანებელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,204
რეგისტრ.: 18-June 08
წევრი №: 36

ნეტა არ წამეკითხა, მომშივდა და მომწყურდა (ღვინო რა თქმა უნდა) და კახეთში მომინდა ყოფნა, სადმე შემაღლებულ ალაგას, საიდანაც კარგად მოჩანს ალაზნის ველი და კავკასიონი. კახეთზე კარგი ენოგასტრონომიული სივრცე პირადად მე არ მეგულება, გინდა ჩამქოლეთ. ახლა სუფრას მივხედოთ. უპირველეს ყოვლისა უნდა განვსაზვროთ რისთვის ვშლით სუფრას, გამწე სმისთვის თუ მეგობრებთან ერთად მსუბუქად (ღვინის რაოდენობის ამბავში) ვახშმობას ვაპირებთ.
პირველი ვარიანტი: იქ სადაც სუფრა იშლება თონეც უნდა იყოს. და სანამ სუფრა გაიშლება თონის თავზე, ანუ კიდეზე მივირთვათ თბილი პური, გუდის ყველი და მაქსიმუმ 50 გრამი ძველ მუხის კასრში დავარგებული ჭაჭა, შეიძლება კიტრის ახალი წნილიც (მალასოლნი) დავაყოლოთ. სადღეგრძელოებიც ლაითი, მაგალითად წინაპრების ძვლები და მსგავსი რამეები სუფრისთვის შემოვინახოთ. ამასობაში სუფრაც გაიშალა. ჩემი აზრით წვნიანი უნდა გამოვრიცხოთ. ასე რომ გვაქვს, მუჟუჟი ორნაირი _ ღორის ფეხების კლასიკური და ღორისვე ტყავის, ზედ შეტოვებული თხელი ქონის ფენით, შეზავებული ძმრით, ახალი ქინძით, წითელი წიწაკით, და ნივრით, დედას პური ცოტა ხნის წინ რომ გამოვაცხვეთ ის, გუდის ყველი მსხვილ და მოკლე ნაჭრებად დაჭრილი, მოხარშული ბურვაკი და მოხარშული ინდაური ორივე ოდნავ თბილი ზედ ნიგვზიანი ნიორწყლით. სუფრას ალამაზებს ახალი მწვანილი. ნელნელა შემოდის, ციკნის ჩაპამიდვრებული, მერე ახალგააზრდა ცხვრის ხორცი ჩახრაკული ხახვში, ცოტა ქონდრით,ამეებს მოსდევს ღორის უმზეურისა და ნეკნების მწვადი (სუკიც მისაღებია), და ბოლოს ხაშლამა დეკეულისა ანდა მოზვრის, ოხრახუშ მოყრილი. ხაშლამა ბოლოს იმიტომ ,რომა თუ სმა გაგრძელდა ცივადაც შეგვეძლება მოვკიკნოთ ხოლმე. ძალიან მნიშვნელოვანია, არ გაგვითავდეს გუდის ყველი, რადგან იგი სმის უძლიერესი სტიმულატორია. ღვინო რა თქმა უნდა კახური, ტიბაან, ხირსა, ანაგა, კარდანახი, ბაკურციხის უროებიდან. სმა მომცრო თიხის ფიალებით. სანამ ცხელი კერძები შემოვიდოდა სამი ოთხი ფიალა უკვე შესმული გვაქვს და ზუსტად დროა წკრიალა პირველმა "მრავალუიიი" წამოიწყოს. დესერტის შემოტანას აზრი არ აქვს და ამიტომ ნურც ვიწვალებთ მის მოსამზადებლად. ასევე აზრი არ აქვს ღვინის შენაცვლებას.
მეორე ვარიანტი: მოხარშული ლოქო ქინძმარში, ოღონდ თათარიახნად მომზადებული ანუ ძმარ მოპკურებული, ცოცხალი ახლად დაჭერილი, ახალად მოხარშული და შეგრილებული, ცივი ბეჭი თხლად დაჭრილი, მჟავე საწებლით, დედას პური და ძროხის გუდაყველი, ამასთან ღვინო მანავ-რუისპირ-იყალთოსი მწვანედ წოდებული, უდედო. მერმედ წვნიანი _ ჩიხირთმ,ა ხმელი პურებით ჩაბუჟბუჟებული, რასაც მოვაყოლებდი ჩიხირთმა რო გაკეთდა აი იმ დედალს, მრგვლად და თბილთბილად, სუფრაზევე რომ დავჭრიდი მსხვილ-მსხვილ ნაჭრებად (მეგობრული ვახშამია არ დაგავიწყდეთ) და აქ ღვინოსაც შევუნაცვლებდი ჩარდახი თუ მომცემდა იმას შემოგთავაზებდით. ვახშმის ამ ნაწილს დავამთავრებდი ბატკნის ჩაქაფულით და ერთი ორი ჭიქა წარაფით (რაც ძველი იქნება მით უკეთესი). დაბოლოება ასე წარმომიდგენია მოზრდილი ხბოს ბარკალი მთლიანად შემწვარი, ან შამფურზე შემწვარი ღორის გულ-ღვიძლი ბადე ქონში გამოხვეული, კარგად დავარგებული მუკუზნის ან ახოების საფერავით. საფერავის ნებანება სმას ცოტა გავწელავდი და დესერტის დროც მოვიდოდა. ნიგვზიანი თათარა თონეში გამომცხვარი ქადები, და ჩამტკბარი გუდა ლეღვი ან ცივცივი ნესვი ტკბილი ხირსა-კარდანახის ღვინით კარგი დასასრული იქნებოდა ჩემი აზრით. ღვინის სმა სადეგუსტაციო ჭიქებით (ე.წ. ბოკალებით) და საუბარი ლაღი და საინტერესო. თუ მაინდამანც წამღერებაც მოგვინდებოდა, დასავლური წამოკრულები წავიდოდა კარგად, გიტარაც მისაღებია. სულ სულ ბოლოს კაი ყავა-ჩაი, კაი სიგარა კონიაკ-რომით დაგვხატავდა მაგრამ სადაა.
პ.ს. სოკოს და ფხალეულობის მოყვარულებთან დიდ ბოდიშს მოვიხდი, არ ვგიჟდები და რა ვქნა?!
Go to the top of the page
 
+Quote Post
proletariati
პოსტი Mar 4 2009, 06:21 PM
პოსტი #11

მარნის ლომი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 640
რეგისტრ.: 2-July 08
მდებარეობა: goris mazra
წევრი №: 40

ციტატა(tsarapisti @ Mar 4 2009, 09:27 AM) *

ამ პოსტს რომ ვკითხულობდი, თავი რეზო ინანიშვილის მოთხრობაში მეგონა... იმან იცოდა ეგრე ჯიგრიანად აღწერა სუფრისა...
შენ გაიხარე წარაფისტ!

--------------------
გიორგი შემოაგინებს დედისა და მამის ყელსა,
- ვა, შე საწყალო არსენა, რათა ხარ ჭკუა თხელია?
მე დღეს ღვინოს როგორ დავლევ, წითელი პარასკევია.
Go to the top of the page
 
+Quote Post
მეკვლე
პოსტი Mar 4 2009, 08:28 PM
პოსტი #12

ნამდვილი მასაი
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,062
რეგისტრ.: 3-July 08
მდებარეობა: დიდი დიღომი
წევრი №: 42

მე, აბა, ადესაზე გაზრდილ კაცს, ამდენი სად შემიძლია?! smile.gif

წარაფისტმა მართლაც შესანიშნავი სურათი დახატა good2.gif ფუნჯიც რომ ჰქონოდა, ალბათ, მოუსვამდა კიდეც paint2.gif განსაკუთრებით მომეწონა შენიშვნა პირველი ვარიანტის სუფრის აღწერისას _ დესერტის მოტანას აზრი არა აქვს და მომზადებაც რა საჭიროაო laugh.gif

ახლა ჩარდახის ჯერია!

--------------------
მე დონდღლაბი (მჭკნარა)
Go to the top of the page
 
+Quote Post
makho
პოსტი Mar 4 2009, 11:34 PM
პოსტი #13

ხამანწკათა შემაკრთომელი
*****

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 5,039
რეგისტრ.: 2-June 08
წევრი №: 7

ციტატა
tsarapisti

შენი ეს პოსტი ფორუმის ნამდვილი მშვენებაა, მარგალიტი და ბრილიანტი. რაის ფორუმი, კაი პოეტურ კრებულს დაამშვენებდა. good3.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
proletariati
პოსტი Mar 5 2009, 09:10 AM
პოსტი #14

მარნის ლომი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 640
რეგისტრ.: 2-July 08
მდებარეობა: goris mazra
წევრი №: 40

ციტატა(მეკვლე @ Mar 4 2009, 12:28 PM) *
მე, აბა, ადესაზე გაზრდილ კაცს, ამდენი სად შემიძლია?! smile.gif

წარაფისტმა მართლაც შესანიშნავი სურათი დახატა good2.gif ფუნჯიც რომ ჰქონოდა, ალბათ, მოუსვამდა კიდეც paint2.gif განსაკუთრებით მომეწონა შენიშვნა პირველი ვარიანტის სუფრის აღწერისას _ დესერტის მოტანას აზრი არა აქვს და მომზადებაც რა საჭიროაო laugh.gif

ახლა ჩარდახის ჯერია!

შენ როდის აღწერ?

--------------------
გიორგი შემოაგინებს დედისა და მამის ყელსა,
- ვა, შე საწყალო არსენა, რათა ხარ ჭკუა თხელია?
მე დღეს ღვინოს როგორ დავლევ, წითელი პარასკევია.
Go to the top of the page
 
+Quote Post
khoteuri
პოსტი Mar 5 2009, 09:05 PM
პოსტი #15

მეღვინეთუხუცესი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,985
რეგისტრ.: 3-June 08
მდებარეობა: Tiflis
წევრი №: 15

ციტატა(მეკვლე @ Mar 3 2009, 06:59 AM) *
ის ადგილი, მწვანე მოლი რომ ჩანს, ხარისთვალის ერთ-ერთ ცნობილ საქეიფო ადგილს მაგონებს smile.gif გვერდით ცივი წყარო გამოდის. არა? სხვებიც აშკარად რაჭული ლანდშაფტია _ ნაძვნარ-სოჭნარით.

კი რაჭაა ოღონდ შაორპირეთი არ გახლავთ უფრო მაღალი ალაგია ზემო სხარტალი ულამაზესი სოფელია ზემო თლუღიდან ასე გამოიყურება:

--------------------
  
Go to the top of the page
 
+Quote Post
მეკვლე
პოსტი Mar 6 2009, 12:14 AM
პოსტი #16

ნამდვილი მასაი
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,062
რეგისტრ.: 3-July 08
მდებარეობა: დიდი დიღომი
წევრი №: 42

ციტატა(proletariati @ Mar 5 2009, 01:10 AM) *
შენ როდის აღწერ?

მე სად შემიძლია მაგდენი? ცოდნა უნდა ყველაფერს.

--------------------
მე დონდღლაბი (მჭკნარა)
Go to the top of the page
 
+Quote Post
maiko
პოსტი Mar 6 2009, 11:53 AM
პოსტი #17

გამოცდილი მეღვინე
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 245
რეგისტრ.: 3-June 08
წევრი №: 20

რა ლამაზი ყოფილა სხარტალი. smile.gif

ამადეუსს კარგი სურათებია, მომენატრა რაჭული ქეიფები.
Go to the top of the page
 
+Quote Post
მეკვლე
პოსტი Mar 29 2009, 04:13 AM
პოსტი #18

ნამდვილი მასაი
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,062
რეგისტრ.: 3-July 08
მდებარეობა: დიდი დიღომი
წევრი №: 42

ციტატა(Ermile Nakashidze @ Mar 2 2009, 04:22 PM) *
თუ მოვიცალე კაი გურული და სვანური პურმარილი უნდა ცამოვწერო, უბრალოდ სვანეთში ღვინო საიდან ავიტანო, ახლა ვფიქრობ biggrin.gif

სამხარეო მოწყობით, სამეგრელო-ზემო სვანეთი ჰქვია და სამეგრელოდან ატანა უფრო ლოგიკური იქნება, ოჯალეშის, ალბათ, მაგრამ ქვემო სვანთთან იმერეთიც არაა შორს და იქაური ციცკასა და ცოლიკაურის ტრანსპორტირებაც შეიძლება.

შენ ის თქვი, ღვინოს რას შეუხამებ? smile.gif სულგუნი, ისე, სვანებსაც არანაკლები აქვთ მეგრელებზე.

--------------------
მე დონდღლაბი (მჭკნარა)
Go to the top of the page
 
+Quote Post
Ermile Nakashidz...
პოსტი Mar 29 2009, 01:46 PM
პოსტი #19

მეღვინე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 84
რეგისტრ.: 20-December 08
წევრი №: 358

ციტატა(მეკვლე @ Mar 29 2009, 04:13 AM) *
სამხარეო მოწყობით, სამეგრელო-ზემო სვანეთი ჰქვია და სამეგრელოდან ატანა უფრო ლოგიკური იქნება, ოჯალეშის, ალბათ, მაგრამ ქვემო სვანთთან იმერეთიც არაა შორს და იქაური ციცკასა და ცოლიკაურის ტრანსპორტირებაც შეიძლება.

შენ ის თქვი, ღვინოს რას შეუხამებ? smile.gif სულგუნი, ისე, სვანებსაც არანაკლები აქვთ მეგრელებზე.

სვანური დაძველებული სულგუნიც შეიძლება. აი მერე კი, უკვე ნაღდი მშრალი წითელი ღვინის მეწყვილეები მოდის, კუბდარი, ზისხორა და ა.შ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
მეკვლე
პოსტი Mar 29 2009, 02:22 PM
პოსტი #20

ნამდვილი მასაი
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,062
რეგისტრ.: 3-July 08
მდებარეობა: დიდი დიღომი
წევრი №: 42

ციტატა(Ermile Nakashidze @ Mar 29 2009, 05:46 AM) *
სვანური დაძველებული სულგუნიც შეიძლება. აი მერე კი, უკვე ნაღდი მშრალი წითელი ღვინის მეწყვილეები მოდის, კუბდარი, ზისხორა და ა.შ.

და მშრალი წითელი ღვინო რომელი და საიდან მიგვაქვს? smile.gif

ისე, რეზო გეთიაშვილს სოფელ გვირმინდში (ხაიშურას სათავეებისკენ) ფერდობზე გაშენებული საფერავი აქვს ნანახი. თან ისეთი საფერავი, იმ ვენახის პატრონი რომ ამბობს _ ეს აქ ბარიდან კი არ ამოგვიტანია, აქაური უძველესი ჯიშიაო smile.gif

--------------------
მე დონდღლაბი (მჭკნარა)
Go to the top of the page
 
+Quote Post
eliboi
პოსტი Jun 5 2009, 02:21 AM
პოსტი #21

გამოცდილი მეღვინე
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 192
რეგისტრ.: 7-July 08
წევრი №: 44

მეძინება biggrin.gif არადა იდეალურ სუფრაზე ცხვარი ნაღდად უნდა იყოს... რა, არა?
Go to the top of the page
 
+Quote Post
makedoniko
პოსტი Jun 23 2009, 10:40 AM
პოსტი #22

მარნის ლომი
***

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 585
რეგისტრ.: 4-March 09
მდებარეობა: zimbabve, harare
წევრი №: 1,104

მაშ ასე,
მე ცოტა მელოდრამატულ განწყობაზე ვარ და ჩემი ოჯახი მენატრება, ამიტომ ცოტას წავიოცნებებ smile.gif

ჩემი იდეალური სუფრა :

წარმოვიდგენ , რომ წელიწადის რა დროა?
ნუ, იყოს ზამთარი, თუნდაც იანვარი.
უფრო ზუსტად, სადღაც იანვრის მეორე ნახევარი, ნათლისღება,როცა ახალი წელი და შობა გადავლილია, არადა ისევ ხარ დღესასწაულის განწყობაზე smile.gif
თოვდეს რა, ძალიან მაგრად ბარდნიდეს, დიდ - დიდ ფთილებად, თოვლში ჩემი გარეუბანიც მაგარი ლამაზი ხდება...
გარეთ ციოდეს, სახლში თბილოდეს.
ყველანი ჩამოსულები იყვნენ და ჩემი დიდი სახლი ასეთი ცარიელი არ იყოს,
ყველა ოთახში ადამიანები, ბავშვების სათამაშოები, მიყრილ - მოყრილი ტანსაცმელი, უფრო სწორად თბილი ქუდები, შარფები და ხელთათმანებიც შრებოდეს ღუმელთან.

სუფრა უნდა გავშალო რამდენ წევრზე?

ტაქს,
დედა, ჩემი ძმა და რძალი, ჩემი და და სიძე - ეს 5 უფროსი
ბავშვები - დიმიტრი, კირიაკოსი, ელპიდა, ვიქტორია და სულ პატარა, ის არ ითვლება, ჯერჯერობით თავისი დედიკოს რძეც ყოფნის.smile.gif
ცხრა ადამიანი + მე.

აქ გასათვალისწინებელია ის, რომ ერთმანეთს უნდა შევუხამოთ ქართულიც და ბერძნულიც.
და კიდევ ბავშვებს ძალიან ორიგინალური რამეები არ უყვართ.

ჩემი მენიუ:

1) ბერძნულ ბრიზოლებს გავაკეთებ - შევწვავ საქონლის ნეკნებს და კარტოფილს,
ნეკნებს წინასწარ ჩავდებ ღვინის მარინადში,
მერე ამოვავლებ სუნელებში, რიღანს მოვაყრი და ისე შევწვავ

საწებელად - ახალშეზავებული ტყემალი და ლიმონის სოუსი მექნება.

2) ორაგული აირღუმელში - ფოლგაში შევწვავ, ლიმონით, ზეთისხილით,ზეითუნის ზეთით, ხის სოკოთი და ყვავილოვანი კომბოსტოთი.
3) მუსაკა - ჩემებს უყვართ და მუსაკის აჭარული ძმობილი - აჩმა, ჩემი აჭარელი რძლისთვის.

4) დედასთვის მეგრული რამეები - ღომი, მეგრული ცხელი ხარჩო და გებჟალია smile.gif

5) დიდ დედალს შევწვავ - ბრინჯით, კომშით, ქიშმიშით, სოკოთი ფარშირებულს.

სალათები:

1) ბერძნული სალათა
2) თევზის სალათა
3) ქათამ +ბოლოკი - დედას უყვარს
4)ჩვეულებრივი და ცნობილი ოლივიე ბავშვებისთვის
5) და რომელიმე ძალიან ფერადი და ლამაზი სალათა - ყველა ფერის ბულგარულ წიწაკას გამოვიყენებ.

კიდევ გამოვაცხობ ხაჭაპურებს, ტარხუნისა და სოკოს ღვეზელებს,

დესერტზე - გოგრაში ბრინჯი გვექნება
და ფორთოხლის ღვეზელს გამოვაცხობ.

დავლევთ ბიძაჩემის გემრიელ საფერავს.
( ჩემი სიძე იწუწუნებს, რომ გაუზავებელ ღვინოს მხოლოდ ბარბაროსები სვამენ, მაგრამ მაინც დალევს smile.gif

გადავაფარებ იმ თეთრლურჯ სუფრას და თეთრი და ლურჯი ხელსახოცები მექნება და ყველაზე ლამაზ თეფშებს დავაწყობ.

მერე ჩვენ ვიმღერებთ, რამდენი ხანია ერთად არ გვიმღერია, ბავშვები იცელქებენ, ჩემი და ისევ ჭკუას მასწავლის, ჩემი ძმა დათვრება და სიყვარულის ახსნებს დაიწყებს.
ბოლოს ბავშვებს დავაძინებთ და ყავას დავლევთ smile.gif

აუ, თუ დიდი სიამოვნებით არ დავრეცხო თეფშები რა sad.gif

--------------------
წყლისგან ხმელეთის გამოყოფით სანამ ერთობი -
ჩამოვურიგებ ამბროზიას ბავშვობის ღმერთებს
Go to the top of the page
 
+Quote Post
SLOW
პოსტი Jun 23 2009, 11:02 AM
პოსტი #23

ქვევრების მბრძანებელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,020
რეგისტრ.: 25-May 09
წევრი №: 1,932

ციტატა(მეკვლე @ Mar 29 2009, 04:13 AM) *
სამხარეო მოწყობით, სამეგრელო-ზემო სვანეთი ჰქვია და სამეგრელოდან ატანა უფრო ლოგიკური იქნება, ოჯალეშის, ალბათ, მაგრამ ქვემო სვანთთან იმერეთიც არაა შორს და იქაური ციცკასა და ცოლიკაურის ტრანსპორტირებაც შეიძლება. შენ ის თქვი, ღვინოს რას შეუხამებ? smile.gif სულგუნი, ისე, სვანებსაც არანაკლები აქვთ მეგრელებზე.
სვანები ლეჩხუმის ღვინოს აღიარებდნენ ოდითგანვე, ლეჩხუმში რაჭაც მოიაზრებოდა ნაწილობრივ, ასე რომ ალბათ რაჭულ–ლეჩხუმური ღვინოები მოუხდება სვანურ სუფრას.თუარადა რახი, ჯიხვის ყანწი, ღმერთების სადღეგრძელო და მისი ჯანი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
zangi
პოსტი Jun 23 2009, 11:06 AM
პოსტი #24

ქვევრების მბრძანებელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,497
რეგისტრ.: 3-April 09
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 1,511

მეც ყველაზე ძაან რაც მომენატრა იმას დავწერ

ჩემთან სოფელში ერთი კაი მინდორია დიდი ცაცხვებით. იქვე გვერდზე ეკლესიის ნანგრევებია. ხოდა მაგ მინდორში დავჯდებოდი ერთი 4-5 კაცი მეტი არა. აი რა უნდა იყოს მინდორში დაფენილ სუფრაზე: ამოლესილი ლობიო ბროწეულით, თონის მჭადები და ყველი. ეხლა დავფიქრდი და ყველი ზაფხულის ხმელი მირჩევნია. მწვანილი აუცილებლად, მჟავე მხოლოდ ჯონჯოლი ოდნავ ზეთით და ცოცხალი ხახვი ზედ მოყრილი, ნიგოზში გადაკმაზული პრასი და ერთს დავამატებ კიტრი-პამიდვრის სალათა აი ბლომად წვენს რომ გაუშვებს ისეთი. ხო რაც მთავარია ოცხანური! აი ეგაა და ეგ.
ეჰ რა ძაან მომენატრა...
Go to the top of the page
 
+Quote Post
SLOW
პოსტი Jun 23 2009, 11:11 AM
პოსტი #25

ქვევრების მბრძანებელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,020
რეგისტრ.: 25-May 09
წევრი №: 1,932

გადასარევია მაკედინოკო, მაგრამ აჩმა ხომ აფხაზურია.
Go to the top of the page
 
+Quote Post
მეკვლე
პოსტი Jun 23 2009, 11:26 AM
პოსტი #26

ნამდვილი მასაი
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,062
რეგისტრ.: 3-July 08
მდებარეობა: დიდი დიღომი
წევრი №: 42

მაკედონიკოს მასტერკლასი მაგარი იყო, მომეწონა smile.gif მაგრამ დიმიტრი, კირიაკოსი, ელპიდა და ვიქტორია ვინ არიან, ამ ამბავმა დამაინტერესა? smile.gif

რაც შეეხება აჩმას, ეგ აფხაზურია, მაგრამ ზოგადქართულია.

--------------------
მე დონდღლაბი (მჭკნარა)
Go to the top of the page
 
+Quote Post
makedoniko
პოსტი Jun 23 2009, 11:32 AM
პოსტი #27

მარნის ლომი
***

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 585
რეგისტრ.: 4-March 09
მდებარეობა: zimbabve, harare
წევრი №: 1,104

ციტატა(მეკვლე @ Jun 23 2009, 11:26 AM) *
მაკედონიკოს მასტერკლასი მაგარი იყო, მომეწონა smile.gif მაგრამ დიმიტრი, კირიაკოსი, ელპიდა და ვიქტორია ვინ არიან, ამ ამბავმა დამაინტერესა? smile.gif

რაც შეეხება აჩმას, ეგ აფხაზურია, მაგრამ ზოგადქართულია.

სამი დისშვილი და 2 ძმისშვილიsmile.gif

ჩემი მონატრებული ბერძნული ოჯახის პატარები smile.gif

ამ შემთხვევაში აჩმის წარმოშობას კი არ ჰქონდა მნიშვნელობა, იმას რომ აჭარელი რძლისთვის იყო განკუთვნილი.
მე აჭარაში ვჭამე ყველა გემრიელი აჩმა და გაკეთებაც იქ ვისწავლე.smile.gif

--------------------
წყლისგან ხმელეთის გამოყოფით სანამ ერთობი -
ჩამოვურიგებ ამბროზიას ბავშვობის ღმერთებს
Go to the top of the page
 
+Quote Post
მეკვლე
პოსტი Jun 23 2009, 11:37 AM
პოსტი #28

ნამდვილი მასაი
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,062
რეგისტრ.: 3-July 08
მდებარეობა: დიდი დიღომი
წევრი №: 42

ციტატა(makedoniko @ Jun 23 2009, 11:32 AM) *
სამი დისშვილი და 2 ძმისშვილიsmile.gif

ჩემი მონატრებული ბერძნული ოჯახის პატარები smile.gif

ამ შემთხვევაში აჩმის წარმოშობას კი არ ჰქონდა მნიშვნელობა, იმას რომ აჭარელი რძლისთვის იყო განკუთვნილი.
მე აჭარაში ვჭამე ყველა გემრიელი აჩმა და გაკეთებაც იქ ვისწავლე.smile.gif

ისე, საფერავით დათრობას არ გირჩევ smile.gif მართლა ბარბაროსი გახდები cool.gif

--------------------
მე დონდღლაბი (მჭკნარა)
Go to the top of the page
 
+Quote Post
makedoniko
პოსტი Jun 23 2009, 11:40 AM
პოსტი #29

მარნის ლომი
***

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 585
რეგისტრ.: 4-March 09
მდებარეობა: zimbabve, harare
წევრი №: 1,104

ციტატა(მეკვლე @ Jun 23 2009, 11:37 AM) *
ისე, საფერავით დათრობას არ გირჩევ smile.gif მართლა ბარბაროსი გახდები cool.gif

არა, დათრობამდე არ მივა საქმე,

ისე ჩვენ გენეტიკური გვაქვს და ძალიან მალე გვეკიდება ღვინო,

ეტყობა გაზავებული ღვინის შედეგია.smile.gif

ამიტომ სამი ჭიქა და უკვე პირველსაც ვამბობ, ბანსაც და ვუკრიმანჭულებ კიდეც cool.gif

--------------------
წყლისგან ხმელეთის გამოყოფით სანამ ერთობი -
ჩამოვურიგებ ამბროზიას ბავშვობის ღმერთებს
Go to the top of the page
 
+Quote Post
მეკვლე
პოსტი Jun 23 2009, 12:15 PM
პოსტი #30

ნამდვილი მასაი
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,062
რეგისტრ.: 3-July 08
მდებარეობა: დიდი დიღომი
წევრი №: 42

ციტატა(makedoniko @ Jun 23 2009, 11:40 AM) *
არა, დათრობამდე არ მივა საქმე,

ისე ჩვენ გენეტიკური გვაქვს და ძალიან მალე გვეკიდება ღვინო,

ეტყობა გაზავებული ღვინის შედეგია.smile.gif

ამიტომ სამი ჭიქა და უკვე პირველსაც ვამბობ, ბანსაც და ვუკრიმანჭულებ კიდეც cool.gif

თუ ასეა, "საფერავი" საუკეთესო არჩევანია smile.gif

--------------------
მე დონდღლაბი (მჭკნარა)
Go to the top of the page
 
+Quote Post

2 გვერდი V   1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

ახლა არის: 19th September 2014 - 07:47 PM