IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Reply to this topicStart new topic
> სამარხვო კერძები, დედაი სიმრთელისა, მასწავლებელი ჭაბუკთა, სამკაული მოხუცებულთა, კეთილი
makho
პოსტი Feb 22 2009, 12:43 PM
პოსტი #1


ხამანწკათა შემაკრთომელი
*****

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 5,043
რეგისტრ.: 2-June 08
წევრი №: 7



ხვალ იწყება მარხვა.
მართალია ცხოვრებაში არ მიმარხულია, თუმცა მაინც გული მწყდება, რომ საქართველოში კარგი კულტურული ფორმა არა აქვს მიცემული სამარხვო გასტრონომიას.

ჩამოვწეროთ მეგობრებო სამარხვო კერძები, გავუადვილოთ არჩევანი ჩვენს მომარხულე მეგობრებს.

ზეთში მოშუშული კაი ქორფა ისპანახი მწვანილეულით, სალათის ფურცელი, ბოლოკით ან უბოლოკოდ, ბლომად მწვანე ხახვით, ოხრახუშითა და ზეთისხილით. მჟაუნას სუპი, ნივრის ხინკალი, პრასის ფხალი, სატაცური, სხვადასხვა ბალახეულობა საფხლედ, რომელიც მალე წამოყოფს თავს, ეკალა, დანდური.

ლობიო ჩვენი სიამაყე, კვაწარახით და უკვაწარახოდ, ქონდრითა თუ უქონდროდ.

გავაგრძელოთ მეგობრებო.
Go to the top of the page
 
+Quote Post
მეკვლე
პოსტი Feb 24 2009, 11:22 PM
პოსტი #2


ნამდვილი მასაი
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,070
რეგისტრ.: 3-July 08
მდებარეობა: დიდი დიღომი
წევრი №: 42



სატაცური იმერეთში არ გამიგია და ძალიან მაინტერესებს, რა არის. ფოტო თუ აქვს ვინმეს ამ მცენარის, დადევით რა. და რა მზადდება მისგან, ესეც ძალიან საინტერსოა. კახელებს უქიათ ბევრი ჩემთან.

აი, ცნობილი კახელი პოეტის, რეზო გეთიაშვილის ლექსიც _ არაყით და სატაცურით wink.gif :

VENI. VIDI. VICI.

ისე გვიანია, როგორც არასოდეს,
მთვარემ დედამიწას თოვლი მიუსია,
ფიქრიც, გუშინდელზე უფრო უარესი
და ეს მოგონება იულიუსია.

და მე შემიძლია მოვკვდე გატაცებით,
იამ იამაყოს არყის სიარაკე,
ანდა ორღობეში ვკრიფო სატაცური
ცერად მოხეული სულის იარლიყით.


--------------------
მე დონდღლაბი (მჭკნარა)
Go to the top of the page
 
+Quote Post
maiko
პოსტი Feb 25 2009, 06:21 PM
პოსტი #3


გამოცდილი მეღვინე
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 245
რეგისტრ.: 3-June 08
წევრი №: 20



[ჩამოვწეროთ მეგობრებო სამარხვო კერძები, გავუადვილოთ არჩევანი ჩვენს მომარხულე მეგობრებს.]
აუცილებლად შევიტან ჩემს წვლილს სამარხვო სუფრის გამრავალფეროვნებაში.
smile.gif
მაგრამ ჯერ კიდევ ყველიერია თან მსგეფსი ამიტომ მაინცდამაინც ვერ ვგრძნობ ჯერ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
maiko
პოსტი Mar 19 2009, 10:45 AM
პოსტი #4


გამოცდილი მეღვინე
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 245
რეგისტრ.: 3-June 08
წევრი №: 20



მარხვის დროს ნამდვილად არ "ვწვალობ" მაგრამ ვცდილობ მენიუ რაც შეიძლება მრავლფეროვანი და ნოყიერი იყოს. ეს არ ეწინააღმდეგება მარხვის პრინციპს (თუმცა ვიცი ბევრი სხვანაირად ფიქრობს)

მაგალითად დღეს გავაკეთე ბრინჯი თეთრი ბლის მურაბით.


მომზადების წესი მარტივია. დაახ 10 წუთის განმავლობაში, დახურულ ჭურჭელში და აუცილებლად ცივ წყალში ვხარშავთ თეთრ "ფანტია" ბრინჯს (1-2 ზე შეფარდებით)
როდესაც ბრინჯი უკვე მოხარშულია ვამატებთ ცხიმს ( მე ვუშვები ცოტა ზეთს) მარხვის დროსაც კი არის სხვადასხვა არჩევანი. და რამდენიმე წუთის განმავლობაში ვტოვებთ უკვე თავახდილ ჭურჭელში. ცხელს ვამატებთ თეთრი ან წითელი ბლის მურაბას.

ტკბილი ბრინჯის მომზადება ასევე შესაძლებელია კომშით (ძალიან მიყვარს smile.gif ) ჩირით და ქიშმიშით.

მარხვის დროს განსაკუთრებულ "დატვირთვას" იძენს კარტოფილი (რომელიც ისედაც მიყვარს biggrin.gif)
განსაკუთრებით ხშირად ვაკაეთებ "კარტოფილიანს", რომელიც ჩემი აზრით გაცილებით უფრო გემრიელია ვიდრე კარტოფილის "პერაჟკი" (ძალიან დიდი ბოდიში ქართული შესატყვისი არ ვიცი ამ სიტყვის smile.gif იქნებ "პატარა ღვეზელი"? rolleyes.gif rolleyes.gif ).


Go to the top of the page
 
+Quote Post
მეკვლე
პოსტი Mar 20 2009, 01:42 AM
პოსტი #5


ნამდვილი მასაი
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,070
რეგისტრ.: 3-July 08
მდებარეობა: დიდი დიღომი
წევრი №: 42



ციტატა(მეკვლე @ Feb 24 2009, 03:22 PM) *
სატაცური იმერეთში არ გამიგია და ძალიან მაინტერესებს, რა არის. ფოტო თუ აქვს ვინმეს ამ მცენარის, დადევით რა. და რა მზადდება მისგან, ესეც ძალიან საინტერსოა. კახელებს უქიათ ბევრი ჩემთან.

აი, ცნობილი კახელი პოეტის, რეზო გეთიაშვილის ლექსიც _ არაყით და სატაცურით wink.gif :

VENI. VIDI. VICI.

ისე გვიანია, როგორც არასოდეს,
მთვარემ დედამიწას თოვლი მიუსია,
ფიქრიც, გუშინდელზე უფრო უარესი
და ეს მოგონება იულიუსია.

და მე შემიძლია მოვკვდე გატაცებით,
იამ იამაყოს არყის სიარაკე,
ანდა ორღობეში ვკრიფო სატაცური
ცერად მოხეული სულის იარლიყით.


გავიგე კარგი რაღაცეები ამ სატაცურზე.
ფოტოებსაც დავდებ. ლათუნური სახელწოდებაა: Asparagus




--------------------
მე დონდღლაბი (მჭკნარა)
Go to the top of the page
 
+Quote Post
maiko
პოსტი Mar 23 2009, 12:14 PM
პოსტი #6


გამოცდილი მეღვინე
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 245
რეგისტრ.: 3-June 08
წევრი №: 20



კორკოტი
ჩვენ ვაკეთებთ ტრადიციულად, მზის ჩასვლამდე ვხარშავთ ხორბალს, რომ მოიხარშება ქვაბს თბილად ვფუთავთ და ასე ვტოვებთ მთელი ღამით .
დილას ვკმაზავთ დაჭრილი და გატარებული ნიგვზით, ქიშმიშით და თაფლით


კვერცხის გარეშე ვაკეთებთ ბლინის მასას და ვაცხობთ ძალიან თხელ ბლინებს. შემდეგ თხელ ფენად ვუსვავთ შვინდის "კონფეტიურს" გამოდის ძალიან გემრიელი.



ლობიო ძალიან მოსაბეზრებელი რომ არ გახდეს სხვადასხვანაირად ვაკეთებთ მაგ. სირსველად მოხარშული ლობიო ნიგვზით.
Go to the top of the page
 
+Quote Post
მეკვლე
პოსტი Mar 23 2009, 01:04 PM
პოსტი #7


ნამდვილი მასაი
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,070
რეგისტრ.: 3-July 08
მდებარეობა: დიდი დიღომი
წევრი №: 42



ციტატა(maiko @ Mar 23 2009, 04:14 AM) *
კვერცხის გარეშე ვაკეთებთ ბლინის მასას და ვაცხობთ ძალიან თხელ ბლინებს.


ეგეთი ბლინები როგორ კეთდება, იქნებ ვრცლად დაწერო რა. დედაჩემი აკეთებს ახალამოყვანილი ყველის წაქით (თუ შრატით) და ძაან გემრიელი გამოდის. მაგრამ თბილისში, აბა, სად არის წაქი? sad.gif


--------------------
მე დონდღლაბი (მჭკნარა)
Go to the top of the page
 
+Quote Post
maiko
პოსტი Mar 24 2009, 10:11 AM
პოსტი #8


გამოცდილი მეღვინე
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 245
რეგისტრ.: 3-June 08
წევრი №: 20



მეკვლე ვფიქრობ მარხვაზე არ ხარ ამიტომ იღებ 8 კვერცხს, 4 ჭიქა ფქვილს, 2 ჭიქა ნახევარ წყალს და 3 ჩაის კოვზ ზეთს. ამზადებ ბლინის მასას და შეგიძლია შეუდგე საქმეს smile.gif კიდევ ტაფა უნდა იყოს კარგად გახურებული. რო დაასხავ დაახ. 1 პატარა ყავის ჭიქის ბლინის მასას მერე ტაფის მოძრაობით მთელ ტაფაზე გაანაწილებ.
სულ ეს არის . ასეთი ბლინები ძალიან გემრიელია არაჟნით და თუ შიგთავსად ხიზილალა გექნება ხო საერთოდ "დაუვიწყარი" გემო ექნება. smile.gif

მომარხულე ხალხისთვის ვაგრძელებ

ხანდახან ვაკეთებთ ნიგვზიან სტაფილოს.
მოხარშულ სტაფილოს ვაცლით გულს,
რომელსაც წვრილად ვჭრით ვურევთ დანაყილ ნიგოზს, ნიორს, წიწაკას და ყვითელ ყვავილს.
ამ სატენით ვავსებთ სტაფილოს და რგოლებად ვჭრით.



ისპანახი
ისპანახს ვწალავთ და შემდეგ საწურზე ვტოვებთ რომ "დაიწრიტოს"
ზეთში (სასურველია იყოს ზეითუნის ზეთი) ვშუშავთ ხახვს შემდეგ ვამატებთ ისპანახს და რამდენიმე წუთი მასაც ვშუშავთ. გადაწურულ წყალს ცოტას ვამატებთ რომ ფხალი ცოტა შეთხელდეს. შემდეგ ვკმაზავთ ნიგვზით დანაყილი წიწაკით და ნივრით ვუმატებთ წვრილად დაჭრილ მწვანილს.


ძალიან ხშირად ვაკეთებთ წითელ ჭარხალს.
კარგად გარეცხილ რამოდენიმე თავ ჭარხალს ვხარშავთ. მოხარშულს ვთლით და ან ვხეხავთ ან ფიგურული დანით ვჭრით. ვკმაზავთ ნიგვზით ნივრით წიწაკით და ვაყრით წვრილად დაჭრილ ქინძს და ოხრახუშს.

ნიგვზის მაგივრად შEიძლება შევკაზმოთ წითელი ტყემლითაც.
Go to the top of the page
 
+Quote Post
maiko
პოსტი Mar 25 2009, 10:14 AM
პოსტი #9


გამოცდილი მეღვინე
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 245
რეგისტრ.: 3-June 08
წევრი №: 20



დღეისთვის გავაკეთე "ქართული ვინეგრეტი" ან "ლობიოს ვინეგრეტი" (ძალიან გემრიელია)
მოვხარშე 3 ცალი სტაფილო, 2 ჭარხალი, 3 ნორმალური ზომის კარტოფილი
სახეხზე გავხეხე სტაფილო, თეთრი კომბოსტო (ცოცხლად)და ჭარხალი, კარტოფილი დავჭერი პატარა კუბიკებად და ავურიე მოხარშულ ლობიოს მარცვლებს. შემდეგ შევაზავე და მოვაყარე მწვანილი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
giorgi XIII
პოსტი Mar 25 2009, 10:52 AM
პოსტი #10


მარნის ლომი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 855
რეგისტრ.: 16-June 08
მდებარეობა: mtskheta
წევრი №: 35



რას გვერჩი ბატონო? ამ საჭმელებს რომ დებ თეორიულად კი გვჯერა, რომ გემრიელი იქნება, მაგრამ პრაქტიკულად როგორ არის საქმე? ეს საჭმელები ადგილზე დეგუსტაციას არ ექვემდებარება? biggrin.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
maiko
პოსტი Mar 25 2009, 01:03 PM
პოსტი #11


გამოცდილი მეღვინე
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 245
რეგისტრ.: 3-June 08
წევრი №: 20



გიორგი შევწუხდი, mellow.gif ოღონდ მართლა, biggrin.gif
არაფერს გერჩით
უბრალოდ ვინც მარხვაზეა რაღაცნაირად სულ ერთფეროვანი საკვები რომ არ მიიღოს "ვახსენებ" სხვადასხვა კერძს.
და სურათს კიდევ "თვალსაჩინოებისთვის" ვდებ.
sad.gif smile.gif
ძალიან გთხოვ დავდებ ხოლმე სურათებსაც "გაუძელი" რაა biggrin.gif smile.gif
სამარხვო საჭმელების დეგუსტაციას კი სჯობია რო გახსნილდება სადმე თუ გავალთ იქ მოვახდინოთ კერძების დაგემოვნება.
Go to the top of the page
 
+Quote Post
maiko
პოსტი Mar 27 2009, 10:40 AM
პოსტი #12


გამოცდილი მეღვინე
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 245
რეგისტრ.: 3-June 08
წევრი №: 20



ძალიან მარტივი სამარხვო კერძი.
ვშუშავთ ბლომად ხახვს და ვუმატებთ გახეხილ სტაფილოს. ბოლოსკენ ვკმაზავთ მარილით, წიწაკით და მწვანილებით.

ასევე მარხვის დროს ხშირად ვაკეთებ ბარდასაც (გაროხი) ვშუშავ ან ხახვთან ერთად ან უხახვოდ, საკმაოდ გემრიელი, ლაითი საუზმეა. smile.gif


მარხვის დროს და ისედაც ძალიან ბევრ წვნიანს (სუპებს) ვაკეთებ yes.gif ბავშვობაში თუ ძალით მაჭმევდნენ ეხლა უზომოდ მიყვარს.
ვფიქრობ აუცილებელია, ოღონდ მარხვის დროს ვუშვები უფრო მეტ ცხიმს ვიდრე ჩვეულებრივ. yes.gif


იქნებ აქაც იცის ვინმემ რამე ორიგინალური "სუპის" რეცეპტი, გთხოვთ დაწერეთ. smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
maiko
პოსტი Apr 10 2009, 10:06 AM
პოსტი #13


გამოცდილი მეღვინე
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 245
რეგისტრ.: 3-June 08
წევრი №: 20



"ფხლუანები" (სამარხვო)



ჭარხლის ფოთლებს ვრეცხავთ და ვხარშავთ გადავწურავთ ზედმეტ წყალს ვუშვებით ბლომად ცხიმს (სამარხვო დაჩა)
და ჩვეულებრივ საფუარიან ცომში ვდებთ. გამომცხვარს ზემოდან ვუსვავთ ცხიმს.
მართლა ძალიან გემრიელია



არასამარხვო კეთდება სხვანაირად და ემატება ყველი. smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
durdo-m
პოსტი Apr 12 2009, 08:29 PM
პოსტი #14


გამოცდილი მეღვინე
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 282
რეგისტრ.: 2-June 08
წევრი №: 6



დიდმარხვისას როგორც წესი ტარხუნაა ხოლმე უკვე შემოსული. ჩემი აზრით საუკეთესო სამარხვო ცომეული ტარხუნის ფხლუანაა smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
maiko
პოსტი Apr 13 2009, 11:13 AM
პოსტი #15


გამოცდილი მეღვინე
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 245
რეგისტრ.: 3-June 08
წევრი №: 20



არ ვიცი დურდომ რა გითხრა ტარხუნის "ფხლუანი" არც კი გამიგია და ტარხუნის ღვეზელი ძალიან გემრიელია.
ფორუმ.ჯე-ზე მირჩიეს კიდევაც ჯინჭრის და ისპანახის გააკეთეო.

smile.gif
თევზს ამ კვირაში მეტს ვეღარ გავაკეთებთ, მაგრამ შაბათს გავაკეთე ხახვთან ერთად მოვხრაკე გახეხილი სტაფილო შემდეგ ქვაბში ფენა -ფენად ჩავაწყვე მოშუშული სტაფილო შემწვარი კალმახი სტაფილო კალმახი და ა. შ. დავახურე თავზე და გავაჩერე დაბალ ცეცხლზე 10 წუთი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
proletariati
პოსტი Apr 14 2009, 11:06 AM
პოსტი #16


მარნის ლომი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 640
რეგისტრ.: 2-July 08
მდებარეობა: goris mazra
წევრი №: 40



ამ თემას დაძირვას ზუსტად 5 დღეში ვუწინასწარმეტყველებ... smile.gif
.......
ჩემს ოჯახში თითქმის ყველა მარხვაზეა. მე კი... sad.gif


--------------------
გიორგი შემოაგინებს დედისა და მამის ყელსა,
- ვა, შე საწყალო არსენა, რათა ხარ ჭკუა თხელია?
მე დღეს ღვინოს როგორ დავლევ, წითელი პარასკევია.
Go to the top of the page
 
+Quote Post
maiko
პოსტი Apr 14 2009, 11:53 AM
პოსტი #17


გამოცდილი მეღვინე
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 245
რეგისტრ.: 3-June 08
წევრი №: 20



'ამ თემას დაძირვას ზუსტად 5 დღეში ვუწინასწარმეტყველებ... "

biggrin.gif biggrin.gif მეც

თუმცა შEიძლება უფრო ადრეც,
საკმაოდ მძიმე პერიოდი დაიწყო ასე რომ ეხლა სამარხვო კერძებს, ანუ რა გავაკეთე და ა.შ. აღარ დავდებ
გემშვიდობებით მომავალ მარხვამდე smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
makedoniko
პოსტი Jun 14 2009, 09:50 PM
პოსტი #18


მარნის ლომი
***

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 585
რეგისტრ.: 4-March 09
მდებარეობა: zimbabve, harare
წევრი №: 1,104



გოგრის მხალი

( რეცეპტი ბარბარე ჯორჯაძისა , გავაკეთე და ძალიან გემრიელია)


დათრთვილული მოსახარში გოგრა გასჭერით ოთხად, თესლი და გული გამოაცალეთ, ჩააწყეთ ქვაბში, დაასხით წყალი, მოხარშეთ, შემდეგ ამოიღეთ, გააციეთ, ქერქი გააცალეთ და დაკეპეთ ასტმით, მერმე შიგ აურიეთ გარჩეული და დამბალი შვინდის ჩურჩა, წვრილად დაჭრილი ხახვი, წმინდად დანაყილი ნიგოზი ყველა თავის შეზავებით, ზომიერად მიეცით, მერე ჩადეთ ტაფაში და მოშუშეთ, მარილი უყავით.
( მე ცოტა წითელი წიწაკაც გავუკეთე და მწარ - ტკბილ - ნიგვზიანი ძალიან გემრიელი იყო)


--------------------
წყლისგან ხმელეთის გამოყოფით სანამ ერთობი -
ჩამოვურიგებ ამბროზიას ბავშვობის ღმერთებს
Go to the top of the page
 
+Quote Post
makedoniko
პოსტი Aug 14 2009, 11:28 AM
პოსტი #19


მარნის ლომი
***

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 585
რეგისტრ.: 4-March 09
მდებარეობა: zimbabve, harare
წევრი №: 1,104



დღეს დაიწყო მარხვაsmile.gif


მოვხარშე ბრინჯი და ბრინჯიან ისპანახს გავაკეთებsmile.gif
გემრიელია , თან ჩემნაირ მჭამელს მთელი სამი დღე ეყოფა biggrin.gif


--------------------
წყლისგან ხმელეთის გამოყოფით სანამ ერთობი -
ჩამოვურიგებ ამბროზიას ბავშვობის ღმერთებს
Go to the top of the page
 
+Quote Post
hirondelle
პოსტი Aug 15 2009, 03:21 PM
პოსტი #20


მარნის ლომი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 893
რეგისტრ.: 3-June 08
მდებარეობა: Belgique
წევრი №: 11



მეც დავიწყე მარხულობა და გუშინ ვიყიდე (დღეს აქაური მარიამობაა და მაღაზიები დაკეტილია) მექსიკური ტაკოსის შესახვევი ლავაშები, ხოლო შიგთავსად სოიოს ვეგეტარიანული შეზავებული ფარში, ლობიო, ავოკადო და სხვა,სოიოსვე მაიონეზით smile.gif



--------------------
დაასხი!

Go to the top of the page
 
+Quote Post
makedoniko
პოსტი Dec 8 2009, 05:21 PM
პოსტი #21


მარნის ლომი
***

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 585
რეგისტრ.: 4-March 09
მდებარეობა: zimbabve, harare
წევრი №: 1,104



ისპანახის კატლეტი


მოვხარშოთ ისპანახი, გავწუროთ, გავატაროთ,
+ 200 გრამი შავი პური + 1 თავი გატარებული ხახვი+ 2 კბილი დაჭყლეტილი ნიორი+ გატარებული ქონძი და ოხრახუში+წიწაკა+ სუნელი + მარილი
ავურიოთ

გავაკეთოთ გუნდები


ამოვავლოთ საფანელში და ცხელ ტაფაზე ავაშიშხინოთ smile.gif


--------------------
წყლისგან ხმელეთის გამოყოფით სანამ ერთობი -
ჩამოვურიგებ ამბროზიას ბავშვობის ღმერთებს
Go to the top of the page
 
+Quote Post
SLOW
პოსტი Dec 27 2010, 06:02 PM
პოსტი #22


ქვევრების მბრძანებელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,020
რეგისტრ.: 25-May 09
წევრი №: 1,932



2.1 პოსტი თვეში.
აფერუმ მემარხულეებო smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



ახლა არის: 27th November 2014 - 03:36 PM