Home
ქართული | English
ივნისი 2019
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

მულტიმედია

კომენტარები

21-22 ივნისს, ქვევრის ღვინის მესამე საერთაშორისო კონკურსი

ასოციაცია“ ქართული ღვინო“- ს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, 2019 წლის 21 და 22 ივნისს, საქართველოში ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი უკვე მესამედ ჩატარდება. კონკურსის მიზანია მსოფლიოს საუკეთესო ქვევრის ღვინოების გამოვლენა (როგორც ქართული ასევე უცხოური), ქვევრის ღვინის წარმოების და მოხმარების ხელშეწყობა, და სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებული ქვევრის ღვინის ცნობადობის ამაღლება.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ქვევრის ღვინის მწარმოებლებს, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან და რეგიონიდან. კონკურსში მონაწილე შეიძლება იყოს: ღვინის საწარმო, ინდივიდუალური მეღვინე, კოოპერატივი ან მეღვინეთა გაერთიანება.

კონკურსში მონაწილე კომპანიებისთვის ნიმუშების წარდგენის პირობები:

  • ღვინო ქვევრში უნდა იყოს დაყენებული, ქვევრში ღვინის დაყენების ტექნოლოგიის დაცვით;
  • ღვინო უნდა იყოს ბოთლში ჩამოსხმული;
  • წარდგენილი ღვინის წლიური მინიმალური წარმოება 400 ბოთლზე ნაკლები არ უნდა იყოს;
  • ბოთლის ეტიკეტი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

მწარმოებელი კომპანიის სრული დასახელება

ღვინის დასახელება

ჩამოსხმის წელი

ვაზის ჯიში

რეგიონი/ქვეყანა

მოცულობა

წარდგენილი თითოეული ნიმუში უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

წარდგენილი უნდა იყოს ერთი დასახელების ღვინის 3 ნიმუში ( ბოთლი= 0.75ლ)

ბოთლს უნდა ჰქონდეს კომერციული ეტიკეტი. ნიმუშების მოტანამდე საჭიროა ელექტრონული ანკეტის შევსება და მისი გამოგზავნა ელ-ფოსტით, მისამართზე - qvevri@gwa.ge.

ნიმუშები უნდა გამოაგზავნოთ 2019 წლის 14 ივნისამდე, ასოციაცია „ ქართული ღვინო“-ს მისამართზე: მთაწმინდის ქ. 12, 0108, თბილისი, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 11:00 -დან 17:00 საათამდე.

საკონკურსო ნიმუშებისგამოგზავნის ბოლო ვადა არის 2019 წლის 14 ივნისი.

ნიმუშები, რომლებიც არ შეესაბამება საკონკურსო წესებს, უკან არ გადაიგზავნება.

ნიმუშის საფასური და გადახდის მეთოდი:

ნიმუშის წარდგენის საფასური შეადგენს 50 ლარს დღგ-ს ჩათვლით.

მიმღების სახელი: ააიპ ასოციაცია „ ქართული ღვინო“

მიმღები ბანკი“ ს.ს. „ თიბისი ბანკი“

ბანკის კოდი: TBCBGE22

მიმღების ანგარიში: GE62TB7055136080100006

დანიშნულება: ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსის საფასური

თანხის ჩარიცხვა უნდა მოხდეს 2019 წლის 14 ივნისის ჩათვლით.

გადარიცხვის ფურცელი თან უნდა დაურთოთ მოტანილ ნიმუშებს.

ნიმუშების მიღება და დასაწყობება:

ასოციაცია „ქართული ღვინო“ შეამოწმებს მიღებულ ნიმუშებს და თანდართულ დოკუმენტაციას. წესების დარღვევით წარდგენილი ნიმუშები კონკურსში მონაწილეობას არ მიიღებს. ორგანიზატორების მიერ ნიმუშების შენახვა მოხდება უსაფრთხო ადგილას, ღვინის შენახვის ოპტიმალური პირობების უზრუნველყოფით.

ჟიური:

საკონკურსო ნიმუშებს გასინჯავს ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შემდგარი ჟიური. ჟიურის წევრების რაოდენობა განისაზღვრება მიღებული ნიმუშების რაოდენობით. კომპანიის ანონიმურობა გასინჯვისას დაცული იქნება.

ჯილდოები:

ჯილდოს დამადასტურებელი დიპლომი გადაეცემა ან გადაეგზავნება სარეგისტრაციო ფურცელში აღნიშნულ ღვინის მფლობელს.

შენიშვნა:

საპრიზო კატეგორიების შესაბამისი სტიკერების დამზადება მოხდება მხოლოდ ასოციაცია „ქართულ ღვინო“-სთან შეთანხმებით.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული