Home
ქართული | English
ივლისი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

10 რჩეული საფერავი Falstaff-ზე

Falstaff გერმანულენოვან ქვეყნებში წამყვანი ღვინის ჟურნალია, რომელიც ღვინისა მოყვარულებსა და გურმანებს სხვადასხვა საინტერესო ინფორმაციას უზიარებს, გასულ კვირას ჟურნალის ავტორებმა 2020 წლის მოსავლის ქართული რჩეული საფერავის ღვინოები შეარჩიეს. ამ სტატიაში Falstaff-ის ტოპ 10 საფერავს გიზიარებთ.

პირველ ადგილას არის Terra Kisi პრემიუმ საფერავი ქვევრი - მუქი ლალისფერი ღვინო იასამნისფერი კანტით. ახალი მაყვლის, ძირტკბილასა და ფორთოხლის ცედრის არომატებით. ღვინოს ახასიათებს ძალიან ხავერდოვანი ტანინები, ახალი და წითელი კენკრის ნოტები, მინერალურობა. 

სამისი” , საფერავი 2020 - დახვეწილი, ბროწეულისფერი ღვინო. მასში იგრძნობთ ალუბლის, ძირტკბილას, მანდარინის ცედრისა და თეთრი ნუგის არომატებს. არის ძალიან ხალისიანი, მინერალური და ცოცხალი ღვინო. გამოირჩევა წითელი მოცხარის ნოტებითაც.

ორილო”, ხაშმის საფერავი (კასრი) - მუქი ლალისფერი, მეწამულისფერი კანტით. ცხივრზე იგრძნობთ სანელებლებს, მაყვალს, ოდნავ ძირტკბილას, ცოტა ნუგას, მაყვალსა და დაშაქრული ფორთოხლის ცედრას. ღვინო არის საშუალოდ სხეულიანი, აბრეშუმისებრი ტანინებით, სასიამოვნო მჟავიანობითა და ნაზი მინერალურობით გამორჩეული. მსუბუქი და მომხიბვლელი ღვინოა - ახასიათებენ Falstaff-დან.

Muzzé Wine, საფერავი (კასრი) მუქი, ლალისფერი და ბროწეულისფერი მეწამული ღვინო, ფართო და კაშკაშა კანტით. იგრძნობთ ხისა და თამბაქოს, ალუბლის კომპოტის, მაყვლის, მსუბუქი ნუგას, შებოლილ ნოტებსა  და ქონდრის სურნელს. არის ნაკლება კომპლექსური, ცოტა კარამელის არომატით, დახვეწილი დაბოლოებით.

ვაზისუბნის მამული”, საფერავი ქვევრი - ღრმა, გაუმჭვირვალე, მეწამულისფერი ღვინოა. ახასიათებს ახალი ქლიავის, მაყვლის, ძირტკბილას არომატები, ფონად იგრძნობთ მანდარინის ცედრასაც. ღრმა, მაგრამ ახალგაზრდული ღვინოა. წითელი ალუბლის ტონებითა და მძიმე ტანინებით. ძალიან მოუხდება დაძველება.

Sun Wine საფერავი ქვევრი - ლალისფერი ღვინო წითელი ალუბლის არომატებთან ერთად დელიკატური ყვავილოვანი ნიუანსებით ხასიათდება. არის მსუბუქად მინერალური, მსუბუქი სხეულის ღვინო. იგრძნობთ წითელ ველურ კენკრას და ოდნავ ქონდარს. არის ძალიან დაბალანსებული 

შუმი”, მუკუზანი იბერიული -ახალი ქლიავის, წითელი ალუბლის, ფორთოხლის ცედრას ნოტები. საშუალო სხეული, წითელი კენკრა, დაბალანსებული მჟავიანობა, ნუგას არომატი დაბოლოებისას, არაკომპლექსური სტილის ღვინო

დების ღვინო”, საფერავი კარდენახული - მწიფე ალუბლის, გამხმარი ვარდების, თამბაქოს დელიკატური ნიუანსებით ხასიათდება. საშუალოდ სხეულიანია, წითელი კენკრის აროჯმატები აქვს, ახლად სტრუქტურირებული, თხელი ტანინებით ხასიათდება, არის მინერალური და დაბოლოებისას იგრძნობთ ლიმონს. ღვინოს აქვს ძალიან ინდივიდუალური სტილი.

ქართველი”, გვარიანი საფერავი - ახალი წითელი ალუბლისა და კენკრის ნიუანსები, ცოტა ქლიავისა და მანდარინის ცედრის სურნელი. საშუალო სხეულის ღვინოა, წითელი, კენკრისფერი, ცოცხალი სტრუქტურითა და  რბილი ტანინებით.

კორპორაცია ქართული ღვინო”, აკიდო საფერავი - კაშკაშა, ლალისფერი. აქვს ახალი შავი მოცხარის, მაყვლისა და მდელოს მწვანილების არომატები. საშუალოდ სხეულიანია, წითელი, ალუბლისფერი, ცოცხალი სტრუქტურის მატარებელი ღვინო. 

ჩამონათვალს შეგიძლიათ გაეცნოთ Falstaff-ის ოფიციალურ გვერდზე.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.